რეზონანსი
11.12.2019

 

"ვინ უთხრა რომ ჯარი არ გვყავს, სად გაუჩნდა ეს აზრი და როდის აღმოაჩინა", - ასე გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

პრეზიდენტის განცხადების თანახმადაც ქვეყანას არც ჯარი ჰყავს, არც იარაღი და არც ექნება.

"აღსაყდრების შემდეგ გამოერკვა, ან აზრს ვის ეკითხება, ან პოზიციებს ვისთან აჯერებს, ან ინფორმაციას საიდან იღებს, ვინ უთხრა რომ ჯარი არ გვყავს, სად გაუჩნდა ეს აზრი, როდის აღმოაჩინა? ჯარი არ გვყავს და პრეზიდენტი გვყავს ალბათ ხომ?", - წერს სოციალურ ქსელში ხიდაშელი.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა სამეცნიერო წარმომადგენლებისთვის სიტყვით მიმართვისას განაცხადა, რომ "არც ჯარი გვაქვს, არც არც იარაღი და არც გვექნება. არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ თუნდაც რეგიონი უცებ დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ცოდნა, მეცნიერება და კულტურა ჰქვია".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×