რეზონანსი
11.12.2019

ანიტას მდგომარეობა დამძიმდა. ამის შესახებ, სოციალურ ქსელში მის მხარდასაჭერად შექმნილ ჯგუფში წერენ.

სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, ანიტას ბებიაც. როგორც თამუნა გლურჯიძე წერს, იტალიის კლინიკაში გადასაყვანად, ოჯახს ბიუროკრატიული ბარიერები შეხვდა, რომელთა მოგვარებასაც დრო სჭირდება.

ანიტას ბებიის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ოჯახს ყველანაირ დახმარებას უწევს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თამარ გლურჯიძე დახმარებას პრემიერ მინისტრისგან ითხოვს.

"არ ვიცი როგორ, არ ვიცი რანაირად, დამეხმარეთ ყველა, სასწრაფოდ მჭირდება ხმის მიწოდება უმაღლეს ეშელონებთან, ბავშვი უმძიმეს მდგომარეობაშია, ათასნაირი წერილის მიწერ-მოწერას ითხოვს ბიუროკრატია, სანამ იტალიის კლინიკაში მოხვდება.ამასობაში დრო გადის და შეიძლება დაგვიანებული იყოს. მივმართავ თხოვნით რიგით ადამიანებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, ყველას - მიმაწვდენინეთ ხმა პრემიერამდე, დამეხმარეთ გადავარჩინო ანიტა. იქნებ მომცეთ საშუალება პირდაპირი ეთერიდან მიმართვის, ან რაიმე სხვა სწრაფი გზა შემომთავაზოთ.

გთხოვთ, ვინც წაიკითხავთ გადააზიარეთ, იქნებ გავანგრიოთ ბიუროკრატიის კედელი. ნუთუ ის თუნდაც ერთი ბავშვის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანია?!

P.S. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველანაირად გვერდით მიდგას, მაგრამ ეს გზა დროში იწელება, იმ დროში რომელიც არ გვაქვს."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×