რეზონანსი
11.12.2019

"დაოკდით ბატონებო, ჯარი გაწუხებთ ? წაბრძანდით, იმსახურეთ"

სამოქალაქო აქტივისტი, მანჩო გიორგობიანი, სოციალურ ქსელში, წერს:

"აუცილებლად ეს განცხადება უნდა მოგვესმინა ხმამაღლა, რომ ვიცოდეთ სამშობლოს ღალატით გამილიარდერებულმა მიhა სააკაშვილმა რა "თავდაცვა და ჯარი" დაგვიტოვა?!

Davit Tevzadze - დავით თევზაძე

ამბობენ, ყველა ნათქვამს გამგები ჭირდებაო. მათთვის, ვისთვისაც გაუგებარია ქ-ნი პრეზიდენტის ნათქვამი, ყურადრებით გაეცანით სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ისტიტუტის [(IISS), ბრიტანეთი] მონაცემებს და ადვილად დარწმუნდებით, რომ "რაღაც დალპა დანიის სამეფოში". ..

P.S. გულზე მჯიღის ცემა მათგან, ვისთვისაც საქართველოსთვის ომი, ან სულაც ჯარში სამსახური მხოლოდ აბსტრაქციაა და ერთ დღეს ვინ ჩივის, ერთი საათი არ უმსახურიათ არსად, საერთოდაც მიუღებლად მიმაჩნია.

დაოკდით ბატონებო, ჯარი გაწუხებთ ? წაბრძანდით, იმსახურეთ...

ვიცი, ბევრს არ მოგეწონებათ, რაც ვთქვი... არც მე არ მომწონს, როდესაც ქვეყნის შიგნით ღობეებს მივლებენ, ანდა სხვა ქვეყნის მესაზღვრეები ჩემს თანამოქალაქეებს ესვრიან...

P.S. ძალიანაც რომ არ დაიბნეთ, ნახეთ აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო....

--------------------------------

მსოფლიოს 172 ქვეყანას შორის: სომხეთი არის მე-7 ადგილზე, აზერბაიჯანი მე-10 ადგილზე და საქართველო 58-ზე.

ასე რომ, კუდის ყავარზე გადებას, უმჯობესია გემს მიხედოთ ბატონებო გეემს..." - წერს გიორგობიანი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×