რეზონანსი
16.12.2019

სოციალურ ქსელში ახალგაზრდა დედა თავის შეჭირვებულ მდგომარეობაზე საკმაოდ ემოციურ პოსტს აქვეყნებს. თამთას სამი შვილი ჰყავს... აი, რას წერს ის.

"გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო, ჩემზეა ნათქვამი. ვარ 3 შვილის მარტოხელა დედა, ძალადობის მსხვერპლი, რომელმაც თავი დააღწია ძალადობას და ქუჩაში სრულიად მარტო აღმოვჩნდი 3 პატარასთან ერთად. აქედან სულ პატარას აქვს გულის მანკი და 3თვეში ერთხელ გამოკვლევები ჭირდება. მე თვითონ მოვიტეხე ხელი და გიფსში მაქვს საშინელი ტკივილებით. ბარბარეს ენტერო ვირუსი აქვს და სახლშიც კი ვერ ვახერხებ მის მკურნალობას. მიზიან ბავშვები მშივრები. „ხაზეიკამ" ბინა დამიცალეო იმიტომ, რომ ვერ გადავიხადე. მოდის ახალი წელი და ბავშვები მთხოვენ, რომ მათაც ქონდეთ საკვები და ტკბილეული მაინც. სხვა აღარაფერზეა ლაპარაკი. 3 დღეა ვერავის ვეღარ ვართმევ და პურს მთხოვს პატარა. იმის საშუალებაც არ მაქვს ვუყიდო. ამ უკიდურესობაში ვარ სიკვდილს ვნატრობ და გამოსავალს ვეღარ ვხედავ.

დედებო, ქალებო, ადამიანებო, ნუ დაგვტოვებთ ბედის ანაბარა. ნუ იტყვით, რომ თქვენი თუნდაც 1 პური არაფერს შეეშველებაო. უკიდურესობამდე დასული დედა გევედრებით, გიჩოქებთ... აღარ მცხვენია, აღარც ვფიქრობ არაფერზე, მეტს ვეღარ ვუძლებ, დამეხმარეთ. ყველას სათითაოდ გიდგებით მუხლებზე, ნუ დაგვტოვებთ ქუჩაში ამ ახალ წელს. მიშველეთ, მომეხმარეთ უკიდურეს გაჭირვებაში ვარ. ბარბარობას ჩემი ბარბარეს დაბადების დღეა, მისი ნატვრაა ამ დღეს მაინც არ იყოს მშიერი. გთხოვთ, 50 თეთრი შეიძლება ვინმესთვის არაფერს ნიშნავს, ჩვენთვის ცხოვრების გაგრძელების იმედია. გემუდარებით დამეხმარეთ, ვისაც რითი შეგიძლიათ დამიდექით გვერდში. ნუ გამწირავთ, ჩემი შვილების გარეშე ვერ გავძლებ.

ეს ჩემი თიბისი ანგარიშის ნომერია GE62TB7576045061100067

ჩემს სისხლსაც კი აღარ იბარებენ, რომ პური მაინც ვუყოდო პატარებს. არც წამალი გვაქვს, არც საკვები, არც დაბადების დღეზე შემიძლია ბავშვის გახარება, არც ახალი წლის აღნიშვნა.

მობრძანდით ვინც შეძლებთ, ადგილზე შეგვამოწმეთ. გთხოვთ ნუ გაატარებთ ყველას ერთიანობა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია ჩვენთვის. დღესაც სასწრაფო მყავდა, გთხოვთ გვიშველეთ. უფალი დაინახავს თქვენს სიკეთეს."

საკონტაქტო ნომერი 579 792645 თამთა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×