"გიგა ბოკერია არის ძლიერი ფიგურა, ძლიერი პოლიტიკოსი. ხელისუფლებას სურს გიგა ბოკერიას დისკრედიტაცია, რადგან მას ძლიერ კონკურენტად მიიჩნევს" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებას.
გამოკითხვის მიზნით, გიგა ბოკერია დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება უშიშროების საბჭოს საქმიანობას. გამოიძიება დაიწყო 2014 წელს უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გემოყენების შესაძლო ფაქტზე.
"ევროპული საქართველოს" ლიდერი უარს აცხადებს გამოცხადდეს პროკურატურაში, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე წარსდგება. გიგა ბოკერიას განცხადებით, იგი პროკურატურაში, არამიზნობრივი ხარჯვის საქმეზე დაიბარეს და არ გამორიცხავს, რომ შეიძლება დააკავონ. ცნობისთვის, გიგა ბოკერია, უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას 2010 წლიდან 2013 წლამდე იკავებდა.
ტელეკომპანია "მთავარის" ინფორმაციით, პროკურატურა გადაუდებელი საქმის მოტივით, ჩხრეკის ჩასატარებლად უკვე შევიდა ორ არასამთავრობო ორგანიზაციაში "საინფორმაციო და პიარტექნოლოგიები" და "კვლევისა და განვითარების ასოციაცია".
მათი აზრით, ხელისუფლება ცდილობს გიგა ბოკერიასთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების - ბათუ ქუთელიასა და დავით სიხარულიძის კვალი გამოკვეთოს. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება იწყებს დაჭერების სერიას და შეტევას არასამთავრობო ორგანიზაციებზე.
"რა თქმა უნდა, ამ ფაქტს ნეგატიურად ვაფასებს, თუმცა, ვფიქრობ, რომ აქ უფრო ფისქოლოგიური ზემოქმედება შეინიშნება. გიგა ბოკერია არის ძლიერი ფიგურა, ძლიერი პოლიტიკოსი და აღიქმება ხელისუფლების მხრიდან ძლიერ კონკურენტად. ამიტომ სურს ხელისუფლებას მისი დისკრედიტაცია.
"მაგრამ, ბრალს, რომელსაც უყენებენ, ლობისტებისთვის თანხების გადარიცხვის მიზნით, სწორედ ეს ლობისტები იცავდნენ საქართველოს ინტერესებს საერთაშორისო არენაზე.
"ეს ყველაფერი კი იძლევა შეშფოთების საფუძველს, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციებზე შეტევა ძალიან დააზიანებს საქართველოს იმიჯს. არ გამოვრიცხავ, ამ საქმეში ჩვენი პარტნიორების ჩარევას, თუნდაც აშშ-დან და ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას მოუწევს უკან დახევა" - განაცხადა "რეზონანსთან" ნიკა ჩიტაძემ.