ელზა პაპოშვილი
16.12.2019

 კანადაში საქართველოს 30 წლის მოქალაქე გარდაიცვალა. ახლობლები  „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ მამაკაცი საეჭვო ვითარებაშია დაღუპული და მათთვის ამ ეტაპზე გაუგებარია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცი წარმოშობით თელავიდან არის და ის მეგობრებთან ერთად კანადაში თითქმის 7 წელია რაც ცხოვრობს.

მისმა ახლობლებმა მხოლოდ ის იციან, რომ ის ერთ-ერთ რესტორანში პოლიციამ უკვე დაღუპული ნახა. მათთვის ასევე უცნობია  გამოძიება დაიწყო თუ არა. ისინი ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან. ოჯახმა ცხედრის გადმოსვენების მოთხოვნით სხვადასხვა უწყებებს უკვე მიმართა. 

„ერთადერთი რაც ვიცით, რესტორანში სკამიდან გადავარდა და დაიღუპაო. ის პოლიციამ უკვე გარდაცვლილი ნახა. ვერაფერი ვერ უშველეს. მოკლეს თუ თავად გარდაიცვალა, არავინ არაფერი არ იცის. ტყვია აქვს ნასროლი, დანით არის დაჭრილი თუ რა გარემოებაში დაიღუპა,  ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გვაქვს.

 მას არანაირი ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია. რა უნდა გამხდარიყო სიკვდილის მიზეზი, გაუგებარია. საკმაოდ  საეჭვო ვითარებაშია დაღუპული. ან გამოძიება თუ დაიწყეს და რა მიმართულებით, ამის ინფორმაციაც არ გვაქვს. ერთი ახლა ექსპერტიზის პასუხს ველით და იქნებ მაშინ მაინც გახდეს ცნობილი რა მოხდა“,-აცახდებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილის ახლობელი.  

მათივე თქმით, ის საკმაოდ კარგი ახალგაზრდა იყო და კანადაში თავს მუშაობით ირჩენდა. გამორიცხულია, რომ რაიმე ცუდ წრეში მომხდარიყო და ვინმეს მოეკლა. ახლობლები არც იმას გამორიცხხავენ, რომ რესტორანში ჩხუბი მომხდა და ის მოკლეს. 

„როგორც ყველა  ქართველი, მასაც  რა სამუშაოც გამოუჩნდებოდა კანადაში იმაზე  მუშაობდა.  ცუდ წრეში ყოფნას გამოვრიცხავთ. უკვე 7 წელია რაც იქ მეგობრებთან ერთად ცხოვრობდა და პრობლემები არასდროს შექმნია. საკმაოდ დადებითი და უკონფლიქტო ბიჭი იყო. გული ძალიან დაგვწყვიტა. იმედი გავქვს მისი გადმოსვენება მალე მოხერხდება“, - აცხადებს ახლობელი „რეზონანსთან“ 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×