რუსეთის სამხედრო საზღვაო ძალების სადაზვერვო გემი „ვიქტორ ლეონოვი" აშშ-ში ფლორიდის სანაპიროზე "სახიფათო მანევრებს" ასრულებს.
ამერიკული მხარის ცნობით, რუსული სადაზვერვო გემი ცუდი ხილვადობისთვის განკუთვნილ სანავიგაციო მანათობლებს არ რთავს და კომერციული გემების გავლის მოთხოვნებზე არ რეაგირებს, რომლებიც მისი ზუსტი პოზიციის გარკვევას ცდილობენ, რათა თავიდან სხვა გემებთან შეჯახება აიცილონ. ზოგადად კი მისი მანევრები „მოუწესრიგებელია".
აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისმა სამსახურმა მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსული სადაზვერვო გემის არსებობისა და მისი მოძრაობების შესახებ ყველა გემი გააფრთხილა.
ცნობილია, რომ "ვიქტორ ლეონოვის" მახლობლად მუდმივად აშშ-ს საზღვაო ძალების USS Mahan-ის ტიპის ხომალდი იმყოფება.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის საზღვაო ძალების ეს კონკრეტული სადაზვერვო გემი რეგურალურად საერთაშორისო წყლებში პატრულირებას 2015 წლიდან ახდენს, ის ასევე კარიბის ზღვის აუზშიც ხშირად ჩნდება-ხოლმე - კერძოდ, კუბასა და ტრინიდადის და ტობაგოს მახლობლად. ბოლოს იგი 2018 წლის ზაფხულში, ამერიკის სანაპიროზე დააფიქსირეს.
864 პროექტის რუსული სადაზვერვო გემებიდან ერთ-ერთი „ვიქტორ ლეონოვია", რომლის ფუნქციებში შედის რადიო- და ტელემეტრიული დაზვერვა, საზღვაო კომუნიკაციების მონიტორინგი, პოტენციური მტრის გემების გადაადგილების დაფიქსირება და რაკეტების გაშვების მეთვალყურეობა.