თამთა ჩაჩანიძე
17.12.2019

 თურქეთის მთავრობამ, გადატრიალების მცდელობის ბრალდებით 260 ადამიანის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამ დროისთვის ანკარაში 171 ადამიანი უკვე დააკავეს.

ცნობილია, რომ შვიდი ორდერი საზღვარგარეთ მყოფ ეჭვმიტანილებზე გაიცა, დაკავებები სპეციალური მოქმედების ფარგლებში ტარდება, რომელიც "ფეთჰულაჰისტური ტერორისტული ორგანიზაციის" (FETO) წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც, თურქეთის მთავრობის განცხადებით, 2016 წელს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში იყო.

თურქეთის სამართალდამცავების ყურადღება ByLock აპლიკაციამ მიიპყრო, რომელსაც დაკავებულები იყენებდნენ. აპლიკაცია მიმოწერების გაშიფრვის საშუალებას იძლევა. ხელისუფლების განცხადებით, სამი წლის წინ სახლმწიფო გადატრიალების ორგანიზატორები მისი დახმარებით მოქმედებდნენ.

თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, 2016 წლის 15 ივლისის მოხდა, გადატრიალების მცდელობის დროს მინიმუმ 248 ადამიანი დაიღუპა და 2,7 ათასზე მეტი დაიჭრა. ანკარაში დაიბომბა თურქეთის პარლამენტი და პრეზიდენტის სასახლე.

ამ მოვლენების შემდეგ, თურქეთის რესპუბლიკაში მასობრივი სამთავრობო წმენდები განხორციელდა, რომელიც სპეცსამსახურებს, სასამართლოებს, ჯარს და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხო,შედეგად დააპატიმრეს დაახლოებით 50 ათასი ადამიანი, ხოლო სამსახური 140 ათასზე მეტმა ადამიანმა დაკარგა.

თურქეთის ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად თურქ სასულიერო პირს ფეთჰულაჰ გიულენს მიიჩნევს, თუმცა მოძრაობის სულიერმა ლიდერმა და აშშ-ში გადასახლებულმა სასულიერო პირმა, გადატრიალების მცდელობა დაგმო და მასტან რაიმე კავშირი უარყო, საპასუხოდ კი დაადანაშაულა ერდოღანი, როგორც გადატრიალების შესაძლო დამკვეთი.

ანკარამ ასევე აღნიშნა, რომ 2016 წელსვე დეკემბერში ორგანიზაცია FETO რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის საქმეშიც მონაწილეობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×