რეზონანსი
19.12.2019

ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ ახალგაზრდებს უნდა გავუფრთხილდეთ.

„პოლიციის შეფი გვამების დაკვეთას რომ იძლეოდა, თანაც წყვილწყვილად, ეე მაშინ იყო ცხოვრება თუ იყო... გავუფრთხილდეთ ახალგაზრდებს. მივცეთ იმედი, რომ თუ ისწავლიან და არ იზარმაცებენ აუცილებლად ძალიან მაგარი ცხოვრება ექნებათ", - წერს ქიბარ ხალვაში.

შეგახსენებთ, 15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 12 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.

მოზარდის გარდაცვალების გამო, მესამე დღეა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში აქციებია. აქტივისტები, ქუჩებსა და შენობებზე ტოვებენ წარწერას: „ამ ცხოვრების დედაც".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×