ყინწვისის მონასტერი, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს, ძამას ხეობაში სოფელ ყინწვისიდან დაშორებით, ქართული ხურთმოძვრების ერთ-ერთი უნიკალური ძეგლია, მისი ფრესკები კი შუა საუკუნეეების მონუმენტური მხატვრობის თვალსაჩინო ნიმუში. ანგელოზის ფრესკა, რომელიც "ყინწვისის ანგელოზის" სახელით არის ცნობილი და ბევრჯერ გამხდარა ქართველი მწერლებისა თუ პოეტების შთაგონების წყარო, შუა საუკუნეების ქრისტიანული ხელოვნების შედევრად და ქართული ხელოვნების სიმბოლოდ არის მიჩნეული. გადმოცემის თანხმად, "ყინწვისის ანგელოზი" მიუთითებს სწორედ აღდგომილი მაცხოვრის საფლავისკენ და მენელსაცხებელ დედებს ამცნობს ამ დიდ სასწაულს.
აყინწვისის მონასტრის ისტორია "ოქროს ხანად" წოდებულ თამარის მეფობას უკავშირდება. სწორედ აქ არის თამარ მეფის ოთხი ფრესკისგან ერთ-ერთი. მონასტერიც თამარის მეფობის დროს აიგო და დიდ კომპელქსად ჩამოყალიბდა: წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, მცირე ეკლესია, გალავანი, კოშკი, სამრეკლო.
წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც აიგო მე-12 საუკუნისა და მე-13 საუკუნის მიჯნაზე. თამარ მეფის პირველი ვაზირის, ანტონ გლოვილისთანისძის დაკვეთით. ეკლესიაშია შემონახული ფრესკა, რომელზედაც გამოსახულია ბაგრატოვანთა გვარის საზეიმო პორტრეტები. გიორგი მესამე, მისი ასული თამარ მეფე და თამარის ვაჟი და მემკვიდრე ლაშა გიორგი ვედრებით მიმართულნი ქრისტეს ხატისკენ. სამეფო ოჯახის პირისპირ გამოხატულია ჭყონდიდელი და თამარის მწიგნობართუხუცესი გლოვილისთანისძე, წმინდა ნიკოლოზის წინაშე ვედრებით.
ტაძრის აღმოსავლეთისი დასავლეთის კედლებზე შემიორჩენილია ფრესკები წმინდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან, წმინდა ნინოს ნახევარფიგურა სახარებით ხელში. სამხრეთ ბურჯზე ოთხი წმინდა ასურელი მამა. წმინდა ნიკოლოზის გუმბათში გამოსახულია ძვირფასი ქვებით შემკული ჯვარი. ქვემოთ ვედრების კომპოზიცია. ქრისტე, ღვთისმშობელი, იოანე ნათლისმცემელი და ცხრა მთავარანგელოზი, რომელთაც სახარება უჭირავთ ხელში. მედალიონებში ჩასმულია მახარობლები, აქეთ-იქით მფრინავ ანგელოზთა ორ-ორი ფიგურით.
ტაძრის სამხრეთით მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ცხოვრების სცენებით, ხარება, ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანა, ქრისტეს შობა. ამაღლება, სული წმინდის მოფენა, ღვთისმშობლის მიძინება, საიდუმლო სერობა, ლაზარეს აღდგომა, ნათლისღება, იერუსალიმში შესვლა, ჯვარცმა, ფერისცვალება, დედანი მაცხოვრის საფლავთან, ქრისტეს დატირება.
ასევე წმინდა ნიკოლოზის ტაძრის კედლის მხატვრობის საუკეთესო ნიმუშია, წმინდა გიორგის ცხოვრების სცენები, შემორჩენილია ფრესკა წმინდა გიორგი კირის ორმოში. ღვთისმშობლის ეკლესიაში შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის მოხატულობა, ღვთისმშობლელი ყრმით და ორი მთავარანგელოზით.