
სასტიკად ნაცემი 11-ე კლასელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თანატოლები გაუსწორდნენ, მკურნალობას კვლავ „ნიუ ჰოსპიტალში“ განაგრძობს. შემთხვევა პარასკევს შესვენებაზე თბილისის 77-ე სკოლაში მოხდა. „რეზონანსს“ სკოლის მოსწავლეები ფაქტის შესახებ დეტალებს უყვებიან და ამბობენ, რომ მე-11 კლასელებს შორის დაპირისპირება გინების გამო დაიწყო.
როგორც ბავშვები ჩვენთან საუბარში ჰყვებიან, 16 წლის მოზარდს 3-4 თანატოლი სკოლის ტუალეტში დაუნდობლად სცემდა. მას დაზიანებები სავარაუდოდ, სახის და თავის არეში აქვს მიყენებული. ბავშვს, სავარაუდოდ, ტვინის შერყევა აქვს და დაზიანებები სახის მიდამოშიც აღენიშნება.
სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ შესვენებაზე ჩხუბი ჯერ სიტყვიერი შელაპარაკებით დაიწყო. 16 წლის მოზარდმა, როგორც ბავშვები ყვებიან, თანატოლს დედა შეგინა. ამის შემდეგ ის ის ტუალეტში შეჰყავთ და რამდენიმე ხნის გაანმავლობაში დაუნდობლად სცემენ. რომ არა ხმაურზე მისული მანდატური, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაციაა ფატალურად დასრულებულიყო.
„დასვენებაზე მემგონი ერთმანეთს დაეჯახნენ თუ რაღაც ასეთი მოხდა. ამის შემდეგ კი იმ ბიჭს უთქვამს, ვისაც ეს ნაცემი ბავშვი დაეჯახა, რომ ბოდიში მომიხადეო. ამაზე შელაპარაკებულან. ამ ბიჭს დედა შეუგინებია, რის გამოც მათ ის ბიჭების ტუალეტში შეიყვანეს და სასტიკად სცემეს.
“ასე, 3-4 ბავშვი ცემდა. არ ვიცი შეიძლება რამეც ურტყეს, რადგანაც სახიდან, ცხვირიდან სულ სისხლი სდიოდა. ხმაური მანდატურმა გაიგო და შიგნით შევარდა. ალბათ თავსაც არტყმევინებდნენ, ისე საშინლად გამოიყურებოდა. მთელი ტუალეტი სულ სისხლით იყო მოსვრილი. მანდატურმა გამოიყვანა და მერე სასწრაფოშიც დარეკეს. პოლიცაც იყო მოსული და ბავშვებიც გამოკითხეს“, - აცხადებს „რეზონანასთან“ 77-ე სკოლის მოსწავლე.
შინაგან საქმეთა სამინისტროშო მომხდარი ფაქტის შესახებ „რეზონანსს“ განუცხადეს, რომ გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო და მათ შეტყობინება მანდატურის სამსახურის მხრიდან მიიღეს. მოხდა თუ არა ბავშვის ცემაში ბრალდებული მოზარდების გამოკითხვა უწყება ამაზე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.