რეზონანსი
24.12.2019

ჟურნალისტი, ირინე არდაშელია, სოციალურ ქსელში, წერს:

"ერთი ამბავი უნდა მოვყვე, დაკითხვის სტილზე გამახსენდა.

ერთი პერიოდი ჩემთამ სტუდენტი გოგო ცხოვრობდა, მაშინ ალბათ 19-20 წლის იქნებოდა. ერთ დღეს მივდივარ სახლში და ლოგინში ჩაწოლილი, ხმა სრულად წართმეული მხვდება. აღმოჩნდა, რომ პოლიციაში დაიბარეს დაკითხვაზე და ერთ-ერთი სუპერმარკეტში ქურდობას ედავებოდნენ. თან უმტკიცებდნენ, რომ კამერებში ჩანს რომ ისაა. უკვე წარმოდგენილი ქონდა როგორ შეტენეს საქმე და ფაქტობრივად ციხეში იჯდა საკუთარი წარმოდგენებით.

საუბარია ისეთ დღეზე, როცა მე და ის, ერთად ვიყავით 300 კაციან ქორწილში, მაგრამ პოლიცია მაინც ამტკიცებდა, რომ ის ის იყო.

მიყვებოდა, რომ დაკითხვის დროს, საკმაოდ ცინიკური იყო დამოკიდებულება და ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო: ქორწილში მეჯვარეობის საჩუქარი, ალბათ აქ მოპარული ნივთების გაყიდვით იშოვეო.

აი, რატომ ვწერ არ ვიცი, მაგრამ პერიოდულად რამდენ ასეთ ამბავზე გვექნება თითოეულს თვალი დახუჭული და მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა შედეგი გამოუსწორებელია." - წერს ჟურნალისტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×