რეზონანსი
24.12.2019

"თამარ ჩერგოლეიშვილს - ტროლებისა და ბოტების ფაბრიკა-ქარხნების დირექტორობა გადავულოცე! გიგა ბოკერიას ცოლმა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება გააყალბა!" - ამის შესახებ ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არასწორად თარგმნა და დამახინჯებული ვერსია გაავრცელა.

"Tamara Chergoleishvili - შენ თუ ამ ტექსტში არ ანახებ ერს სიტყვას "დაჟინებით" - ამ წუთიდან, პირადად მე გნიშნავ ტროლებისა და ბოტების ფაბრიკის დირექტორად!

სიტყვა - "დაჟინებით" - რატომ ჩაამატე გოგო?

მთელ "ტაბულაში" - ერთი თანამშრომელი როგორ არ აღმოჩნდა, რომელიც მთლად სახდეპის განცხადების გაყალბებას გაგიპროტესტებდა მაინც.

ამერიკას უყალბებ პოზიციებს შე "პროდასავლურო?" - ეგაა შენი ევროატლანტიკური ფასეულობები?

ეგაა "ტაბულას" მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკა და "კრეატიული-ფერადი-ნიჭიერი-თავისუფალი"?

სამარცხვინო ნიკა გვარამიაც კი არ დაწვრილმანდებოდა ასე - ეს ფსკერია თამარ, შენი ქვეყნისათვის პოზიტიური მესიჯი ამერიკიდან - უარყოფითად შეცვალო - შენივე ხალხის მოსატყუებლად!

ფეიკ ნიუსის მწარმოებელი ხარ შენ და შენი ტაბულა - !" - წერს კოკა ყანდიაშვილი

ცნობისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მაღალ შეფასებას აძლევს სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს უჭერს მმართველ პარტიას და ოპოზიციას შორის დიალოგს საარჩევნო რეფორმაზე. ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველყოს სასამართლო და საპროკურორო სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებებისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×