რეზონანსი
24.12.2019

ეკონომისტი დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს

სჯერა რუსეთთან დიალოგისა... -

ეს არის იმის საუკეთესო მაგალითი, რომ

ბატონი სტოლტენბერგი პოლიტიკოსი არ არის:

იგი უბრალოდ ასრულებს რაღაც მოვალეობებს...

რატომ?!

პოლიტიკოსს ასეთი დისკურსი არ გააჩნია!

პოლიტიკა სწორედ ისაა, პრობლემების გადაწყვეტა შეგეძლოს და ამისთვის პოლიტიკურ პროცესს (დიალოგს) ალტერნატივა არა აქვს... პოლიტიკოსი არ შეიძლება დაემსგავსოს იდეოლოგიით გამოთაყვანებულ უბრალო გონებადაკარგულ ადამიანს, ვისაც ჩაუნერგეს, რომ არ არსებობს თეთრი და შავი ფერების მეტი არაფერი...

თეთრი ფერი - ცხადია, ეს მისი (ანუ შენი) ფერია...

p.s.

მაგრამ არ მესმის ხმა აღშფოთებისა ქართველი "წინწახტუნებულებისა" - "დასავლური დემოკრატიის" ერთგულ მებაირახტრეთა და "ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გულმხურვალე დანცველთა" (მეტი ცხვირი დაუმშვენდათ!) დასავლეთზე მეტადაც კი.

აბა, როგორ?!

სამყარო პუტინისტი ხდება - ნატო-ს გენსეკიც კი?!

ვავა, ვავა, ძუკუ!

რას გვიშვები შენ, -

ღუპავ ხალხს... მაყუთი რაზე აკეთონ?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×