
სამოქალაქო აქტივისტი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ეხლა მინდა მივმართო და გავახსენო ყველა იმ სამოქალაქო აქტივისტს ვისაც ერთხელ მაინც გაუბრძოლია ნაცმოძრაობის და სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ 2005-2011 წლებში!
- რასაც მაშინ ეწ ოპოზიცია აკეთებდა ყველაფერ იმას აკეთებს დღევანდელი ოპოზიცია, ამ ოპოზიციის ახალგაზრდულები და ოპოზიციის მართული ეწ არასამთავრობოები... ეს ფილმი ჩვენ ვნახეთ მინიმუმ ორჯერ!
- ცხადია რომ "ოცნებას" მაგრად ენძრევა და რამხელა რისკია იმაში, რომ ბიკერია მოტრიალდეს ხელისუფლებაში?! დიდი ძალიან დიდი! მაგრამ რავარია ეს ხელისუფლება დაიცვა?!
- ოცნებას იმის უფლება არ უნდა მივცეთ ნაცები და ბოკერიები ხელისუფლებაში დააბრუნონ! არც იმის უფლება უნდა მივცეთ, რომ მევახშე ხაზარაძე და მის ირგვლივ შემოკრეფილები მოვიდნენ ხელისუფლებაში!
- ეს ხელისუფლება პოლიტიკურად უუნაროა! ამას ყველა ხედავს! ამ მთავრობის წევრებიდან პრაქტიკულად არცერთ არ გაუვლია ის ნაბიჯები რომელიც საჭიროა ხელისუფლებაში მოსასვლელად ანდა რეჟიმის დასამარცხებლად! ბიძინამ ეს უსულო საგნები აიღო და დასვა თანამდებობებზე! პოლიტიკურად უცოდინრები არიან!
ps 2011 წლის აგვისტოში არავის ეგონა რომ სააკაშვილი დამარცხდებოდა, ან კიდევ 2000 წელს ვინმეს რომ ეთქვა სააკაშვილი პრეზიდენტი გახდებაო დაგცინებდნენ! ახლაც ბევრს ჰგონია რომ ეს ხელისუფლება ვერ დამარცხდება!"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე