რეზონანსი
24.12.2019

  პარტია „კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერ ნინო ბურჯანაძეს უწოდებს „ნუგზარ ფოფხაძეს კაბაში".

„ყანდიაშვილიო, რომ ამბობენ მეღიმება, რადგან ყანდიაშვილი არავინ არის ნუგზარ ფოფხაძის გარეშე, ხოლო ფოფხაძე და ბურჯანაძე რომ ერთია - ეს უკვე ყველასთვის ცნობილია, თუ მედია ჰოლდინგებში თუ გაზეთში, უფრო დაწვრილებით- მოგვიანებით. ამიტომ არის წყალგამყოფი საჭირო, ისე, როგორც ბალტიის ქვეყნებმა გააკეთეს, სხვა დანარჩენი - პოლიტიკური შეცდომაა! პრაქტიკულად ოპოზიციის „მაგიდასთან" ფოფხაძე ზის კაბაში - პოლიტიკური შეცდომაა, ჩემი აზრით, თანაც დიდი!", - წერს თაკო ჩარკვიანი „ფეისბუქში".

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×