ია აბულაშვილი
25.12.2019

"შე კაი კაცო, ამდენი რამე გააკეთე ქვეყნისთვის, ამის არდანახვა უმადურობა იქნება, მაგრამ ამდენი უტვინო, იდიოტი და დავრდომილი რომ შემოიკრიბე გვერდით, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე რომ ფიქრობენ, არა სჯობდა ისეთები მოგეძებნა, რომლებიც მართლა გამოგადგებოდა?" - აცხადებს მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე.

ოპოზიციის სამომავალო გეგმებზე საუბრისას კი ამბობს, "შეკოწიწებული და სულ სხვის იმედად დარჩენილი ოპოზიცია ვერ გაიმარჯვებს, რადგან არც ხალხი ენდობა და თანაც ვერ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როიალშია."

"მე არც პოზიციის მომხრე ვარ და არც ოპოზიციის, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას, ჩვენი ოპოზიცია, სულ სხვის იმედად არის დარჩენილი, ძლიერი სახელმწიფოები გვერდში დაგვიდგებიანო. ათი მხარდაჭერი წერილიც რომ მოვიდეს, მაინც ვერ გაიმარჯვებს, რადგან ამ შეკოწიწებულ ოპოზციას არც ხალხი ენდობა და საქმეც ისე აქვთ, რომ ვერ გაიგებ, ვისი ვიოლინო ვის როაილშია. მე რომ შენ გენდო, უნდა მჯეროდეს, რომ ჩემი ქვეყანა გიყვარს, ამისთვის იბრძვი და არა შენი კეთილდღეობისთვის. ეგენი კი ამბობენ, ახლა იმიტომ გავერთიანდით, რომ ბიძინა უნდა დავამარცხოთ, მერე დავიშლებითო, მიდი ახლა და ენდე ეგეთ ხალხს.

საყოველთაო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთო, რისი იმედი აქვთ, ერთი ლიდერიც არ ჰყავთ, გიგა ბოკერიასი? მართალია ძალიან ჭკვიანია, მაგრამ მაგის უკან ღმერითი კი არა სატანა დგას. ბიძინასაც მინდა ვუთხრა, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. შე კაი კაცო, ამდენი რამე გააკეთე ქვეყნისთვის, ამის არდანახვა უმადურობა იქნება, მაგრამ ამდენი უტვინო, იდიოტი და დავრდომილი რომ შემოიკრიბე გვერდით, მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე რომ ფიქრობენ, არა სჯობდა ისეთები მოგეძებნა, რომლებიც მართლა გამოგადგებოდა? ამიტომაც არის ასე გაფეტიშებული და გიტევს ოპოზიცია. ასე ქვეყანა ვერ აშენდება..." - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×