რეზონანსი
01.01.1970

თბილისში, 11 წლის სკეიტბორდისტი ბავშვი სავაჭრო ცენტრის დაცვამ დააკავა და ოთახში ჩაკეტა. ინფორმაციას კონსტიტუციის 42-ე მუხლი ავრცელებს.

"ნ.ა. სკეიტბორდით წაიქცა და დაეჯახა მეტრო ,,ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრის კარის მინას, რომელიც გაიბზარა. როგორც თავად ნ.ა. ამბობს რომ, იგი იძულებული გახდა, არიდებოდა ფეხით მომავალ ქალს, რა დროსაც თავი ვერ შეიკავა და მინას შეეჯახა. ბავშვი შეაჩერეს დაცვის თანამშრომლებმა, რის გამოც მან დაიწყო ტირილი, თუმცა იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ აიყვანეს შენობის მე-2 სართულზე მდებარე დაცვის უფროსის ოთახში. ბავშვის თხოვნის მიუხედავად, მას არ დაალევნის წყალი, მარტო დატოვეს უფანჯრო ოთახში, რა დროსაც ბავშვს ეგონა, რომ იყო დაკავებული.

არასრულწლოვანი დაცვის ოთახში გააჩერეს მშობლების მოსვლამდე. დაცვის თანამშრომლებმა მშობლებს მოსთხოვეს ზიანის ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ. ბავშვის მამა იძულებული გახდა ხელწერილი დაეწერა ზიანის ანაზღაურებაზე. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა ბავშვის გათავისუფლებაც. შემთხვევა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს მოხდა, რის შემდეგაც დაზარალებული ბავშვის ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა ,,ფეისბუქზე" სტატუსი გამოაქვეყნა. „კონსტიტუციის 42-ე მუხლის" მიერ ფეისბუქ პოსტზე სწრაფი რეაგირების შედეგად მოხერხდა, რომ საქმეზე დაწყებულიყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რაც გულისხმობს იძულებას, ანუ „ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვას, ესე იგი მისი ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებას, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება". არასრულწლოვნის მიმართ აღნიშნული ქმდების განხორციელება 18 თვემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რადგანაც ბავშვი იყო სტრესის ქვეშ, „42-ე მუხლმა" საქმეში ჩართო თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის წევრი პარტნიორი ორგანიზაცია საქართველოს წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამეციდინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT), რომელიც მუშაობს ბავშვის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობის შეფასებაზე.

,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი" იმოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, არასრულწლოვანის უფლებებს გამოძიებასა და სასამართლოში დაიცავს „42-ე მუხლის" ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი", - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×