
ბათუმელი ზურაბ ბაუჟაძე შემდეგი სახის ინფორმაციას ავრცელებს:
"ცოტნე გამსახურდია წლების წინ ინტერნეტით გავიცანი. მუდამ ვადევნებდი თვალს მის საქმიანობას თუ როგორ ცდილობდა გაჭირვებული ადამიანების დახმარებას. ერთხელ გურიაში უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მცხოვრები მარტოხელა ადამიანის დასახმარებელ კამპანეას აწარმოებდა. ამ ადამიანს ელექტროგამათბობელი სჭირდებოდა და ცოტნე ისეთ ადამიანს ეძებდა ვინც ამ ნივთს გადასაცემდა მას. თბილისში ვიყავი იმ დროს, ბათუმში ვბრუნდებოდი და მივწერე რომ მე წავიღებდი. შევხვდით ვერაზე. გამათბობელი დიდი მორიდებით და ათასი ბოდიშით გადმომცა. თითქოს თავისთვის მთხოვდა რამეს. ამ შეხვედრის დროს გავიცანი ზუსტად. ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
ის ელექტროგამათბობელი მივაწოდე იმ ადამიანს და ცივი ზამთარი ცოტნეს დახმარებით უფრო კომფორტულად გადაიტანა.
წლების მანძილზე რამდენ ადამიანს დახმარებია უანგაროდ, რამდენის უკანასკნელი და ერთადერთი იმედი ყოფილა. ცოტა ხნის წინ ცოტნემ ბანკიდან შეტყობინება მიიღო. ანაგრიშზე, რომელზეც ადამიანთა დასახმარებლად თანხას აგროვებდა მილიონზე მეტი იყო ჩარიცხული. ეს იმდენივე თანხაა, რამდენიც თბილისის საახალწლო ნაძვის ხის ღირებულება. ეს თანხა ცოტნეს ავადმყოფების, ღატაკების და სასოწარკვეთილი ადამიანების დასახმარებლად ჰქონდა დახარჯული".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე