
გავრცელდა ბლოგერ ნიგოლოზ ცეზარიშვილის პოსტი, რომელიც ოპოზიციის საქციელს აკრიტიკებს:
"ლუკა სირაძე გარდაიცვალა და მთელი საქართველო გლოვობდა. ლამის დროშები დაეშვა და გლოვის დღეები მოეწყო, აქციები გაიმართა, გასართობი შოუები 1 კვირა არ გადიოდა, დაინგრა საქართველო, აფეთქდა "ფეისბუქი". უკანასკნელმა კუ-მაც გამოყო ფეხი და იძახდა "ამ ცხოვრების დედაც". ყველგან, კედლებზე, გვირაბებში, სკოლებსა თუ პოლიციის შენობებზე ეწერა ეს გინებები და მოკლედ, ყველამ ვიცით რა მოხდა. ოპოციზია ბობოქრობდა ბევრმა ბევრი ქულა დაიწერა ამ აქციებითა და ვითომ გულშემატკივრობით,
23 და 25 დეკემბერს ავტოკატასტროფებს ქობულეთში 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა,
აქედან 6 სკოლის მოსწავლე იყო,
10 წლის გოგონა დედ-მამასთან ერთად,
23 წლის გურამ ცეცხლაძე და 5 ჩაქვის საჯარო სკოლის 17 წლის ბიჭები,
თბილისში ამ 2 დღეში ავტოავარიებს კიდევ 4 ადამიანი ემსხვერპლა კიდევ და,
ერთი წამით წარბი არ შეუხრია არც ხალხს და არც მთავრობას. იმ დღესვე აინთო თბილისში ნაძვის ხე და ჩატარდა კონცერტები,
ქობულეთი გარდაცვლილებს გლოვობს, ჯერ კიდევ ოჯახებშია დასვენებული ახალგაზრდები და კონცერტებმა აიკლო ქუჩები.
სად ხართ? რატომ არ აპროტესტებთ რაიმეს? სად არის ოპოზიცია?
სად არის ხალხი? სად არის ისინი, ვინც ყველგან ყველაფერს წერდა?
რატომ არ აპროტესტებთ მართვის მოწმობის არასრულწლოვნებზე გაცემას?
რატომ არ დგახართ საგზაო მოძრაობის დეპარტამენტის წინ,
რატომ არ გიჭირავთ ბანერები წარწერით "იარეთ ნელა"
რატომ არ წერთ ფეისბუქზე #იარენელა?
მართლა მაინტერესებს, სად არის ის ფარისეველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან, ის "აფიორა" ახალგაზრდა ვითომ აქციონერები, ის ყალბი, საზოგადოების მასის ნერვებზე მოთამაშე თაობა, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ქულების დაწერით ინტერესდებიან, ერთი მოსწავლის სკამი გაიტანეს შსს-სთან და საქართველომ აიტაცა, 5 სასკოლო მერხი გაიტანეს მოსწავლეებმა ჩაქვის სკოლის წინ და სად იყავით ამ დროს?
ლუკა შეგეცოდათ და ეს ხუთი ვაჟკაცი არა? აფერუმ...
ასეა ეს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე