
"ჩემს ქვეყანაში ჩემი ადგილი არ იყო"- ამის შესახებ ემიგრანტმა ნანა გაბელაიამ გადაცემაში "სარკეში მაია სტეფნაძესთან ერთად" ისაუბრა.
"ნანა მასწავლებელი" ყველა ამ სახელით იცნობდა ემიგრანტ ქალბოტონს.
მან დიდი გზა გაიარა სკოლის მასწავლებლობიდან დირექტორობამდე და დირექტორობიდან ემიგრაციამდე.
"მივატოვე დირექტორის პოსტი და წამოვედი საზღვარგარეთ სამუშაოდ. იმ პერიოდში ასპარეზზე ისეთი ხალხი გამოჩნდა, რომ მივხვდი ჩემს ქვეყანაში ჩემი ადგილი არ იყო. მივხვდი, რომ ვერავის გვერდით დავდგებოდი.
როგორც პიროვმება ნაწყენი ვარ სამშობლოზე. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ისროტიულ კატაკლიზმებს რაც მოხდა მილიონობით ადამიანის ცხოვრებაში, მაშინ ვფიქრობ, რომ მეც ჩემი ქვეყნის მოქალაქე ვიყავი და უნდა გამომეცადა ის რაც ჩემმა სამშობლომ გამოიარა."- ამბობს ნანა გაბელაია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე