
თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე მაღაზია "სპარში" ინციდენტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღაზიაში ერთმანეთს გამყიდველი და მომხმარებელი დაუპირისპირდენ, რა დროსაც მომხმარებელმა მაღაზიის გამყიდველს მყარი საგანი ჩაარტყა. შემთხვევის შედეგად დაზიანებები მიიღო გამყიდველმა. ის მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს . სამართალდამცველებმა მომხმარებელი პირი ადგილზევე დააკავა.
როგორც „რეზონანსთან“ მაღაზისი თანმაშრომლები და თვითმხილველები ყვებიან შემთხვა გამთენიისას მოხდა. სავარაუდოდ, მომხმარებელმა გამყიდველს სწრაფად მომსახურება და ყურადღების მიქცევა სთხოვა. სწორედ ამ ფაქტზე მათ შორის შელაპარაკება დაიწყო. ინციდენტის დროს მყიდველმა მაღაზიის შუშის დაზიანება სცადა, რაზაც კონსულტანტმა მოუწოდა, რომ მაღაზია დაეტოვებინა.
ამის შემდეგ კი მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. გამყიდველს თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმის შედეგად ტვინის შერყევა აქვს, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის მკურნალობას სავარაუდოდ, სახლში განაგრძობს.
„არავინ არაფერი იცის ზუსტად. ერთი ეგ გავიგეთ სამსახურში რომ მოვედით, ჩხუბი მოხდა. რაზე იდავეს კონკრეტულად, არ ვიცით. სავარაუდოდ, სწრაფად მომსახურებას სთხოვდა და გამყიდველს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაზეც შელაპარაკდნენ და მომხმარებელმა დაარტყა.
შემდეგ ჩხუბი დაიწყო და რაღაცა აქვს თავში ჩარტყმული. ტვინის შერყევა ჰქნდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მაქნანით მე-9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მენეჯერიც მას გაჰყვა. პოლიციის გამოძახებაც მაშინვე მოხდა და ადგილზევე დააკავეს. როგორც ვიცით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას სახლში განაგრძობს“, - განუცახდა „რეზონანსს“ მაღაზისი თანამშრომელმა.
შსს-ში კი აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ფაქტზე კი ერთი პირია დაკავებული.