
იღუმენია თამარ გამყრელიძე, სოციალურ ქსელის საშუალებით მეუფე დიმიტრის მიმართავს:
"მიტროპოლიტი დიმიტრის განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, თუ როგორ უსინდისობასთან გვაქვს საქმე. თუ ასეთი ცუდი ადამიანი იყო დეკანოზი გიორგი, რატომ გყავდა გვერდში, რატომ აწინაურებდი? საკუთარი გარემოცვა გაწირე საკუთარი კეთილდღეობისთვის და მღვდელმთავრის ტიტულისთვის და უსინდისოდ ადანაშაულებ მიტროპოლიტ პეტრეს, რომელმაც შენი გასაკეთებელი აკეთა და თავისი თავი გაწირა უდანაშაულო მღვდლის გამო. მიტროპოლიტო დიმიტრივ, არ ხართ ღირსი მღვდელმთავრის ტიტულს ატარებდეთ, მგლის ტყავში გადაცმული მწყემსი ხართ, რომელიც უფლამდე ვერ მიიყვანს სამწყსოს!" - წერს იღუმენია.
მეუფე დიმიტრის განცხადება:
"მოლოდინი მქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, რადგან სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა რაღაც დიალოგზე პრეზიდენტთან - ეს სრული აბსურდია. ამ ადამიანს ახასიათებს ქოსატყუილობა. პატრიარქი პირისპირ მას არ შეხვედრია. შეხვდა ასობით ადამიანის თანდასწრებით და ამ თემაზე არ ყოფილა არანაირი საუბარი. მე ვიცი პატრიარქის განწყობა, რადგან ბოლო სინოდის წინა დღეს პირადად მესაუბრა და მისი ინიციატივა იყო, რომ შეგვეწყალებინა. თქვა, რომ ეს ცოდვის ორომტრიალი უნდა დასრულდეს. მეორე დღეს დააყენა საკითხი სინოდზე შეწყალების შესახებ. რა მოხდა, არ ვიცი. პრეზიდენტმა თქვა, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს თავზეო. მარგველაშვილსაც მივმართე თხოვნით ორჯერ, როცა ის პრეზიდენტი იყო. მაძლევდნენ პირობას, რომ შეიწყალებდნენ. მაშინაც ვერ მოხერხდა. ვისაც დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება სურს, ერთ-ერთი საპატრიარქო და ეკლესიაა, რადგან ოდესღაც ხომ უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი.
მოვისმინე პრეზიდენტის არგუმენტებიც. მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი, თუმცა ეს იმით გავამართლე, რომ ამ ხნის განმავლობაში მორალური ტერორი იყო დეკანოზ მამალაძისგან, ჭყონდიდელყოფილისგან პატრიარქთან მიმართებაში ყოველთვის."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე