ელზა პაპოშვილი
11.01.2020

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში 26 წლის ახალგაზრდა საკუთარ სახლში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, მათთვის სრულიად უცნობია რა შეიძლება გამხდარიყო ახალგაზრდა მამკაცის თვითმკვლელობის მიზეზი. მათივე ინფორმაციით,  გარდაცვლილი ამავე სოფლის რწმუნებულის, გიორგი მახათაძის ძმისშვილია.

ტრაგედიის წინ ახალგაზრდა საქეიფოდ მეგობართან იყო. სახლში დაბრუნებული საკმაოდ კარგ ხასიათზე იმყოფებოდა. ის ბოსელში ჩამომხვრჩვალი დედამ იპოვა, რომელმაც პირუტყვს წყალი მიუტანა. მეზობლები გარდაცვლილს საკმაოდ კარგ პიროვნებად ახასიათებენ.  მათი თქმით, ახალგაზრდას არც ვალები ჰქონდა და არც აზარტული თამაშებით დაინტერესებული ყოფილა. პირიქით, საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და ფერმერობას ეწეოდა. 

გარდაცვლილის ბიძა გიორგი მახათაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ოჯახისთვის სრულიად მოულოდნელი და გაუგებარია რა უნდა გამხდარიყო ახალგაზრდა მამაკაცის სუიციდის  მიზეზი. 

„სრულიად მოულოდნელი ტრაგედიაა, არავინ ვიცით მის თავს რა უნდა მომხდარიყო. ბიზნესმენი იყო, ფერმერობას ეწეოდა. არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. საკმაოდ კარგი და მოწესრიგებული ბიჭი იყო, მშრომელი. პირველად დედამ იპოვა. ბოსელში იყო ჩამომხრჩვალი. საქონლისთვის წყალი შეიტანა და უკვე გარდაცვლილი დახვდა. 

„საქეიფოდ იყო წასული. უკან მშვენიერ ხასიათზე დაბრუნდა. სახლშიც არანაირი ჩხუბი არ მოსვლია. პირიქით, როცა გაიგებდა, რომ ვიღაცამ თავი მოიკლა, ბრაზობდა და არ მოსწონდა. ამბობდა - ეს ადამიანმა როგორ უნდა გააკეთოსო. ვერ ამოგვიხსნია რა მოხდა“, - აცხადებს რწმუნებული „რეზონანსთან“. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×