
2 წლის ანიტა ფაცაციას ოჯახის ახლობელი, მარიკა ხუციშვილი გოგონას შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს:
„ანიტა ინარჩუნებს სტაბილურობას. ორგანიზმში სისხლის მიმოქცევა შედარებით აღდგენილია. მიმდინარეობს ინტენსიური მკურნალობა ღვიძლის ფუნქციონირების გამოსასწორებლად.
გრძელდება დიალიზი და სისხლში ინფექციის საწინააღმდეგო მკურნალობა. რაც მთავარია ანიტა კონტაქტურია, ჩურჩულით ელაპარაკება ოჯახის წევრებს, აქტიურად ამოძრავებს კიდურებს და გმირულად ელოდება როდის გათავისუფლდება მართვით სუნთქვის აპარატისგან. უფრო შემართებით არიან ანიტას მშობლებიც!
ყოველდღიურად თქვენი სიყვარული, ძალებით ავსებს ანიტას ოჯახს, თითოეული თქვენგანის ჩართულობა უზომოდ დასაფასებელია! ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ!, - წერს მარიკა ხუციშვილი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ავსტრიის შემდეგ ანიტას ოპერაციაზე იტალიის კლინიკამაც უარი თქვა, ბავშვის ოპერაციის ჩატარებაზე პასუხისმგებლობა კი ვერც ბელარუსმა აიღო, ანიტას ოჯახმა შეთავაზება ინდოეთიდან მიიღო.
რისკების მიუხედავად, 2 წლის ანიტა ფაცაცია ინდოეთში მშვიდობით ჩაფრინდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე