რეზონანსი
15.01.2020

 გერმანიაში ჩეჩენ ემიგრატნებზე მასშტაბური რეიდები ხორციელდება. ადგილობრივ სამართალდამცველებს ეჭვი აქვთ, რომ ჩეჩენი რადიკალების ჯგუფი ქვეყნისთვის ფრიად სახიფათო ტერორისტულ აქტს გეგმავდა. ამ ყველაფერს კი ბიძგი ერთ-ერთი ეჭვმიტანილის მიერ სინაგოგის ფოტოგადაღებამ მისცა, რაც ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მოხდა.

გერმანიის ანტრიტეროტისტულ სამსახურებს ეჭვი აქვთ, რომ ჩეჩენი ემიგრანტების ჯგუფი სინაგოგაზე ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა და ფოტოგადაღებები ამის მომზადებას ემსახურებოდა.

შედეგად, პოლიციამ ხუთი ახალგაზრდა ჩეჩენი დააკავა, 23-იდან 28 წლამდე ასაკის. ესენი, სამართალდამცველების მტკიცებით, რადიკალი ისლამისტები არიან. სულ პოლიციამ ანტიტერორისტული ჩხრეკა და დაკავება სულ მცირე ოთხ ქალაქში - ბერლინში, ბრანდენბურგში, ჰაგენსა და არნშტატში - ჩაატარა, რასაც წინ საკმაოდ ხანგრძლივი ფარული მიყურადებისა და თვალთვალის ოპერაციები უძღოდა. ოპერაციებში ასეულობით პოლიციელი იყო ჩართული.

თუმცა ამ მომენტისთვის არც პოლიციას და არც პროკურატურას არა აქვს საკმარისი მტკიცებულებები ეჭვმიტანილთა წინააღმდეგ, წერს გერმანული პრესა.

შეგახსენებთ, რომ მსგავსი სპეცოპერაციები ჩეჩენი ლტოლვილების წინააღმდეგ მანამდეც პერიოდულად ტარდებოდა, მაგალითად, 2016-ში, როცა რამდენიმე მათგანი ტერორიზმის ფინანსური მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×