რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკონსტოტუციო ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოდის, მან ამის შესახებ განცხადება ფედერაციული კრების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია „რეზონანსზთან" ამბობს, რომ პუტინს საკონსტიტუციო ცვლილებებით სურს, რომ რუსეთზე საკუთარი გავლენები გაახანგრძლივოს, რადგან მას უკვე 2024 წელს საპრეზიდენტო ვადა ეწურება.
„პუტინი აპირებს, რომ კონსტიტუციაში როგორცაა, ოთხი ვადით მას უკვე აღარ შეუძლია გახდეს პრეზიდენტი,უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ის პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამცირებს იმისთვის, რომ როგორც კი გაუვა მას 2024 წელს საპრეზიდენტო ვადა, რომ მოერგოს ისეთ სიტუაციას, როგორც ყაზახეთის პრეზიდეტს აქვს,ჰქონდეს ე.წ. ეროვნული ლიდერის ფუნქციები, გახდეს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, ასევე შემოიტანოს სპეციალური ტერმინი „ეროვნული ლიდერი",
„როგორც ჩანს ბოლო პერიოდში ამ ტიტულს შემოიტანს, სამაგიეროდ პრეზიდენტის უფლებამოსილებას ამცირებს და გადაანაწილებს სახელმწიფო სათათბიროსა და პრემიერმინისტრის პოზიციაზე,
„დაიწყო ახალი პოლიტიკის, მემკვიდრის სტრატეგიის განხორციელება, მედვედევის გადაყენება ამას უკვე მოასწავებს, როგორც ჩანს ვინც ახლა პრემიერმინისტრი გახდება ის ალბათ პუტინს პრეზიდენტის ამპლუაში ჩაანაცვლებს,
„პუტინმა შესაძლოა „ეროვნული ლიდერის" საკითხი კონსტიტუციის ცვლილებების პაკეტშიც შეიტანოს, ასევე, როგორც ჩანს იგი აპირებს, რომ ფედერალურ უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული პრივილეგიები მიანიჭოს, ანუ ეს ფაქტიურად საგარეო, თავდაცვის, ეკონომიკური უსაფრთხოების, ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკა იქნება,შემთხვევით არაა რომ მას უშიშროების საბჭოს მოადგილედ მედვედევი გადაჰყავს, როგორც ჩანს როცა პუტინს საპრეზიდენტო ვადა გაუვა, ის სწორედ უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე გახდება და უშიშროების საბჭოს განსაკუთრებული მაღალი ფუნქციები მიენიჭება, რაც პუტინისთვის საკმაოდ ოპტიმალური ვარიანტი იქნება."-განაცხადა მაისაიამ.
ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების ნაწილი სახელმწიფო დუმას უნდა გადაეცეს, სახელმწიფო დუმას უფლება მიენიჭება , დაამტკიცოს მთავრობის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, ასევე ფედერალური მინისტრების კანდიდატურები. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, დაამტკიცოს შეთავაზებული კანდიდატურები და მას მათი უკუგდების უფლება არ ექნება.
პრეზიდენტის უფლებამოსილებებში პრემიერ-მინისტრისა და სხვა სახელმწიფო მოხელეების მოხსნა დარჩება.
მისი ერთ-ერთი შეთავაზებაა, დამკვიდრდეს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის პრიორიტეტულობა საერთაშორისო სამართალთან მიმართებით.
„ საერთაშორისო სამართლის მოთხოვნები და განაჩენები, ასევე საერთაშორისო ორგანოების გადაწყვეტილებები რუსეთის ტერიტორიაზე შეიძლება მოქმედებდეს იმ ნაწილში, რომელშიც ისინი არ ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას", განაცხადა პუტინმა, მისი თქმით ეს შესაძლებელს გახდის ქვეყნის სუვერენიტეტის გარანტირებას.
მისი თქმით, ახალი კონსტიტუციის მიღება არ არის საჭირო, თუმცა მასში რამდენიმე ცვლილების შეტანა მიზანშეწონილია.
პუტინის მიერ კონსტიტუციის ცვლილების წინადადება სახელმწიფო ხელისუფლების სისტემაში ძალთა გარკვეულ გადანაწილებას ითვალისწინებს.
რუსეთს კონსტიტუციას, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეს უპირატესი უფლება საერთაშორისო შეთანხმებებთან და კონვენციებთან მიმართებაში.
თანამდებობის პირებს, მინისტრებს, დეპუტატებსა და მოსამართლეებს არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან ბინადრობა.
საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა ცხოვრობდეს რუსეთში მინიმუმ 25 წლის განმავლობაში (დღეს მოქმედი რედაქციით ეს ხანგრძლივობა 10 წლით არის განსაზღვრული) და არ უნდა ჰქონდეს უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, არა მხოლოდ არჩევნების პერიოდში, არამედ მანამდეც.
რუსეთში შეიქმნას საზოგადოებრივი უფლებამოსილების ერთიანი სისტემა, რომელიც მოიცავს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს.
კონსტიტუციით უნდა დადგინდეს, რომ მინიმალური ხელფასი არ შეიძლება იყოს საარსებო მინიმუმზე დაბალი.
კონსტიტუციაში სახელმწიფო საბჭოს სტატუსის გაძლიერება.
მთავრობის ფორმირებაში ფედერალური საბჭს უფლებამოსილებების გაფართოება. სახელმწიფო დუმა დაამტკიცებს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას, შემდეგ კი, წარუდგენს პრეზიდენტს, რომელსაც ამ კანდიდატურაზე უარის თქმის უფლება აღარ ექნება.
სამართალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებს დანიშნავს პრეზიდენტი ფედერაციის საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ.
ფედერაციის საბჭო მიიღებს უფლებას გაათავისუფლოს საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეები.
საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება, პრეზიდენტის თხოვნით, შეამოწმოს კანონპროექტების კონსტიტუციურობა, სანამ ხელმოწერილი იქნება პრეზიდენტის მიერ.