ელზა პაპოშვილი
16.01.2020

ყაჩაღობა 90-იანი წლების  სტილში - გაკოჭილი დაცვის თანამშრომელი და დაყაჩაღებული „სოკარ ჯორჯია გაზის“ ოფისი. შემთხვევა 16 იანვარს დილის 4 საათზე  ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა.  ოფისში ყაჩაღები სავარაუდოდ, იარაღის მუქარის გამოყენებით დაცვის თანამშრომელს თავს დაესხნენ  და ჩასარიცხი აპარატის გატეხვა სცადეს.

 კომპანიის ადამინისტრაცია თავს იკავებს კონკრეტულად საუბრისგან მოახერხეს თუ არა თავდამსხმელებმა თანხის წაღება. ასევე არ აკონკრეტებენ, რამდენი მძარცველი იყო და ჰქონდათ თუ არა მათ ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა, იმას ადასტურებენ, რომ  დაცვის თანამშრომელს რაიმე სახის ფიზიკური  დაზიანება არ მიუღია. 

"სოკარის" ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ჯერ-ჯერობით უცნობია რა სახის თანის წაღება შეძლეს. 

ადგილობრივები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ფაქტები ქალაქში ხშირია. 

შემთხვევა ასე  ღამის 4 საათზე მოხდა, ქობულეთის სერვის ცენტრში თავდამსხმელი შევიდა. სავარაუდოდ,  გადახდის აპარატის გახსნა უნდოდა. ვერ გეტყვით კონკრეტულად იყო თუ არა შეირაღებული, ან როგორ მოახერხა, რომ დაცვის თანამშრომელი გაკოჭა. თოკით დააბა, თუ წებოვანი ლენტით ჯერჯერობით არაფერი ვიცი. ერთი ის ვიცი, რომ მას რაიმე ფიზიკური დაზიანება მიღებული არ აქვს და ჯამრთელად არის. მე როცა დამირეკეს, ადგილზე უკვე პოლიცია იყო მისული. 

“ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები იყვნენ მოსულები და  გამოძიება მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ გვაქვს. როგორც დაცვის თანამშრომელი ამბობს,  ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ის პოლიციაშია გამოკითხვაზეა", - აცხადებს ვახტანგ ბერიშვილი, "სოკარ ჯორჯია გაზის"აჭარის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.           

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×