ქართული ეკლესია-მონასტრების კვალი არც თუ ისე ცოტა, გვხვდება სომხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ ლორესა და ტავუშის პროვინციებში, რომლებსაც ქართული წარწერები დღესაც აქვთ შემორჩენილი.
ქობარი, ძელი ჭეშმარიტისა, ხუჯაბი, აქორის ეკლესია, შაჰნაზარი და სხვები. ქობარი ქალაქ თუმანიანის მახლობლად მდებარეობს და 1171 წლით თარიღდება. ეკლესია კვირიკე მეორის ასულს მარიამს აუგია, რომელიც ცნობილი იყო უნიკულური ფრესკებით. ქართული წარწერებია შემორჩენილი ძელი ჭეშმარის, შაჰნაზრის და სხვა ეკლსიებშიც. ტაძარი ოსკიპარი კი ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზეა დატანებული.
ერთ-ერთი უნიკალური ქართული სამონასტრო კომპლექსი ახტალა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ახტალაში, ლორეს პროვინციაში, თბილისდან 87 კმ-ში, ერევნიდან კი 185 კმ-ში; საქართველოს საზღვრის სიახლოვეს. ძეგლი მეათე საუკუნით თარიღდება; მისი დაფუძნება კი მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება, რომლის ხელდასმით აქ საეპისკოპოსო კათედრა დაარსდა და უმნიშვენლოვანესი სასულიერო კერა იყო.
მე-13 საუკუნის დასაწყისში თამარ მეფის კარის დიდგვაროვანთა ივანე მხარგრძელისა და მისი ძმის ავაგარის ღვაწლით მონასტრის აღმშენებლობის ახალი ეტაპი იწყება.
ახტალის სამონასტრო კომპლესში შედიოდა 4 ეკლესია, სატრაპეზო, ციხე-გალავანი და კოშკი. ეკლესია მთლიანად იყო მოხატული; კედლის მხატვრობას ამშვენებს ასომთავრული წარწერები.
კედლის მხატვრობაში შემორჩენილია ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ფრესკული გამოსახულება. მიუხედვად იმისა, რომ სახე დაზიანებულია შრავანდისა და წარწერის ფრაგმენტები კარგად ჩანს.
აქვეა გამოსახული საქართველოს სამონასტრო ცხოვრების დამაარსებელების ასურელი მამების იოანე ზედაზნელისა დ შიო მღვიმელის, ასევე ათონელი მამების გიორგი და ექვთიმე ათონებლების, ილარიონ ქართველის და სხვა საეკლესიო მოღვაწეთა ფრესკები.
მაღალ ბროცვზე დგას ნათელი ქვთი ნაგები წმინდა გიორგის სახელობის პატარა ეკლესია, რომლის დასავლეთის ფასადზე 10 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, რომლიც გვამცნობს რომ მე-13 საუკუნეში აუგია პეტრე წინამძღვარს და შეუწირავს ივანე მხარგრძელის შვილს ავაგ ათაბეგს.
აქვე არის სამების ეკლესია, ორნავიანი ნაგებობა, რომელიც 13 საუკუნით თარიღდება, საკურთხეველი ქართუკლი ჩუქურთმიანი ქვებით არის აშენებული. მე-20 საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული ახტალა და სხვა ქართული ეკლესია-მონასტრები ერთად სომხეთის საბჭოთა ტერიტორიაზე აღმოჩნდა და დღემდე მის ფარგლებში შედის.