რეზონანსი
24.01.2020

(რეზონანსი) „გიული ალასანიას, როგორც დედას, ვურჩევ, მიშა ექიმებთან მიიყვანოს", - ამის შესახებ განცხადებს ჟურნალისტი და პია-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა აკეთებს.

„ამჯერად სააკაშვილს კი არა, გიული ალასანიას, როგორც დედას, ვურჩევ, მიშა ექიმებთან მიიყვანოს. ეს ადამიანი კრიტიკულ ასაკშია და მისი მდგომარეობა არ არის სახარბიელო. მას არა მხოლოდ ფსიქოლოგის დახმარება, არამედ უფრო ღრმა და მნიშვნელოვანი ჩარევა სჭირდება. მე ვიცნობ მიშას და ვხედავ, რომ ცუდად გამოიყურება. ჰაბიტუსზეც ეტყობა, ავად რომ არის. კარგი იქნებოდა მისი იზოლაცია და მკურნალობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, 52 წელი მამაკაცისთვის კრიტიკული ასაკია და ვიდრე სავალალოდ არ დასრულებულა ყველაფერი, ყურადღების მიქცევა სჭირდება!" - განაცხადა ლალი მოროშკინამ „ასავალ-დასავალთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×