
დოდო გუგეშაშვილის შვილის მკვლელობის საქმე გახსნილია და შინაგან საქმეთა სამინისტრომ წუხელ გლდანში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ყოფილი სამხედრო და ლეინტენატი ზაზა მურჯიკნელი დააკავა. „რეზონანსს“ ამ ინფორმაციას დოდო გუგეშაშვილიც უდასტურებს და ამბობს, რომ მას ორი წლის განმავლობაში უწაყებასთან მუდმივი კონტაქტი ჰქონდა და საქმის ყველა დეტალის შესახებ ინფორმაციას აწავდიდნენ.
გუგეშაშვილი „რეზონანსთან“ ადასტურებს, რომ პოლიციამ მხოლოდ საქმის შემსრულებელი დააკავა და არა დამკვეთი. მისი თქმით, დაკავებული მურჯიკნელი მას ზურას სახელით გაეცნო. თუმცა მასთან ურთიერთობის განმავლობაში მის გვარი არ იცოდა. გუგეშაშვილი გამოძიებით კმაყოფილია და ფიქრობს, რომ პოლიცია დამკვეთის ვინაობასა დაადგენს.
დაკავებული ზაზა მურჯიკნელი კი 2009 წელს მუხროვანის ამბოხების ერთ-ერთი მონაწილეა და ის 2012 წლამდე სასჯელს იხდიდა. 2012 წელს კი საყოველთაო ამინისტიით გათავისუფლდა.
„საქმე საკმაოდ პროფესინალურად არის გამოძიებული და მაღალი დონის გამომძიებლებმა იმუშავეს. თავიდანვე მათ სრული ნდომა გამოვუცხადე და 2 წლის განმავლობაში მათთან ერთად ყველა ინფორმაციის შესახებ საქმსი კურსში ვიყავი. არ მიკვირს, რომ ის ყოფილი სამხედრო და ლეინტენატია, რადგანაც მას მოქმედებაზე ეტყობოდა, რომ პროფესიონალი იყო.
2 წლის განმავლობაში იმდენად პროფესიონალურად იმუშავა, რომ ამ საქმის გახსნაზე კოლოსარული სამუშაო ჩატარდა. მე როგორც ზურა ასე გამეცნო და ჩვენი კონტაქტის განმავლობაში გვარიც არ მიკითხავს. რა თქმა უნდა, მაქვს ვერსიები მკვლელობის მოტივზე, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ამაზე ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ.
გავლენ დამკვეთზეც და პასუხს ჩემი შვილის მკვლელობისთვის ისიც აგებს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას შეძლებენ. ყველას დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. თუმცა სამუშაო კიდევ დიდია და დამკვეთზე, რომ გავლენ უახლოეს მომავალში ამაზეც ეჭვი აღარ მეპარება“, - აცახდებს დოდო გუგეშაშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, დაკვეთა მოდიოდა თუ არა რუსეთიდან და რა იყო ამ დანაშაულის მოტივი, გამოძიება დაადგენს და წინასწარ ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს.
დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა 2018 წლის 7 თებერვალს დიღომში, მის საცხოვრებელ სახლში მოხდა. თავდასხმის შედეგად დაიჭრა თავად გუგეშაშვილი, მისი 33 წლის ვაჟი ნოდარ გუგეშაშვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.
შსს–ს ინფორმაციით, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკის, დოდო გუგეშაშვილის მკვლელობის მცდელობის და მისი შვილის, ნოდარ გუგეშაშვილის მკვლელობის საქმე გახსნილია. დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2018 წელს თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის გახმაურებული საქმე გახსნილია.
სამართალდამცველებმა, გრიგოლ გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობისა და დოდო გუგეშაშვილის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულია 1975 წელს დაბადებული ზ.მ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2018 წლის 7 თებერვალს, თბილისში, დოდო გუგეშაშვილის დროებით საცხოვრებელ სახლში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით გულმკერდის არეში სხეულზე დაზიანებები მიაყენა დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს - გრიგოლ გუგეშაშვილს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. თავად დოდო გუგეშაშვილი, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად, სიკვდილს გადაურჩა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო და ოპერატიული სამმართველოების და თბილისის პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დადგინდა აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირი, რომელიც 2020 წლის 24 იანვარს თბილისში, ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული.
განზრახ მკვლელობისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,"- განაცხადა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, კახა საბანაძემ.