რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

„როგორც იქნა ჩემი წინა პოსტის შემდგომ, ხელისუფლებას მოუფიქრებია აეროპორტში, ექიმთა ბრიგადის განთავსება. ძალიან სანდომიანი მედიკოსები სხედან პირდაპირ საბარგო განყოფილებაში, კიბესთან, ორპირ ქარში, ყოველგვარი ელემენტარული ჰიგიენურ-სანიტარული პირობების გარეშე და ღმერთმა დაიფაროს, ჩინეთის წახმარების გარეშეც შეიძლება თვითონ თვითონ უფრო ადრე დაემართოთ რესპირატურული დაავადება.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გამოყოს აეროპორტის შენობაში შესაბამისი ფართი ექიმებისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად. რა ვიცი, საკუთარი კაბინეტებისათვის ავსტრალიური ძროხის ტყავისგან დამზადებულ რბილ ავეჯს აღარ ჯერდებიან და რა გაუხდატთ ამ ელემენტარული საკითხის გადაწყვეტა, კვლავ გაუგებარია, უფრო სწორად სრულიად გასაგებია."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×