
ისრაელში მყოფი ქართველი ლიზი მჟავანაძე ეხმიანება გუშინ ქვიშხეთში მომხდარ საშინელ ავარიას, რომელსაც მთელი ოჯახი შეეწირა:
"ბაქარ, ნუთუ სიკვდილისთვის დაბრუნდი სახლში...
ემიგრანტი ბაქარ ბანძელაძე სულ რამოდენიმე თვეა, ოცნებების განსახორციელებლად დაბრუნდა საქართველოში. ქვიძხეთთან ავტოავარიის შედეგად თავის სამ მცირეწლოვან შვილთან და მეუღლესთან ერთად მდინარეში გადავარდა და დაიღუპნენ...
ბაქარს პირადად მე და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი ემიგრანტი იცნობდით.
ის იყო არაჩვეულებრივი მეგობარი და პროფესიით მხატვარი. როცა ვხვდებოდით სულ საკუთარ ცხოვრებაზე და მომავალ კარიერაზე მესაუბრებოდა
ახლა კი... სიტყვებით უძლური ვარ ბაქარ...
ისრაელის ემიგრანტები ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებს და სრულიად საქართველოს".
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე