ე.წ. სამხრეთ ოსეთში 20-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებაში კარანტინია გამოცხადებული. მწვავე რესპირატორული იფექციის გამო, უშუალოდ ცხინვალში მოქმედ12 და მიმდებარე სოფლების 8 სკოლაში 3 თებერვლამდე სასწავლო პროცესი შეწყდა, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ასევე რამდენიმე საბავშვო ბაღებშიც.
დე ფაქტო ხელისუფლებაში ამის მიუხედავად აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არის. მათივე ცნობით, შედარებით რთული მდგომარეობა ქალაქ ცხინვალში. სხვაგან კი, მაგალითად, ახალგორში, სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად გრძელდება.
დე ფაქტო განათლების მინისტრის მოადგილის, ელისა გაგლოევას ცნობით, კარანტინი 3 თებერვლამდე გაგრძელდება. სწავლის შეწყვეტის მიზეზად კი ის სახელდება, რომ მწვავე რესპირატორული ინფექციების გამო, ინფიცირებულთა რიცხვი ეპიდემიურ ბარიერს გადასცდა - ამის შესახებ „კავკაზსკი უზელს" ცხინვალის ინფექციურ საავადმყოფოში განუცხადეს.
„ჰოსპიტალიზირებულია 54 ადამიანი, ამბულატორული პაციენტების რიცხვი კიდევ ბევრია. საშიში არაფერია, ეს სეზონური ხასიათის მწვავე რესპირატპრული ინფექციაა", - განუცხადა საინფორმაციო სააგენტოს ცხინვალის მთავარმა ინფექციონისტმა ვარვარა კოზაევამ.
ცხინვალის მთავარი სანიტარიული ექიმი მარინა კოჩიევა აცხადებს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კარანტინის გამოცხადება სიცივეებისგანა გამოწვეული, რის გამოც სასწავლო დაწესებულებებში ბავშვების დასწრება შემცირდა, მისივე თქმით, უშუალოდ ცხინვალში ვირუსული შემთხვევების რიცხვი უფრო მეტია, ვიდრე სოფლებში.
„პანიკის მიზეზი არ არის. ყოველწლიურად სეზონური დაავადების ერთი და იგივე სურათია, ჩვენ სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვითარებას ყოველდღე ვაკვირდებით", - განუცხადა კოჩიევამ „კავკაზსკი უზელის" კორესპონდენტს.
ცხინვალის ბავშვთა საავადმყოფოს მთავარი ექიმის განმარტებით, ვირუსის დამახასიათებელი ნიშანი მაღალი სიცხეა, მისი თქმით კი საავადმყოფოებს მხოლოდ ის ადამიანები მიმართავენ, ვისაც ვაქციანაცია არ გაუკეთებია.
ექიმისვე განცხადებთ,2019 წლის ნოემბერში, „ჯანდაცვის სამინისტროსა" და რესპუბლიკური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა სახელმწიფო და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ, რათა ვაქცინაციაზე მოსწავლეები ინფორმირებულები ყოფილიყვნენ. მისივე თქმით, ვაქცინაციის ჩატარება მხოლოდ ბავშვის მშობლის თანხმობით ხდებოდა, ხოლო თანხმობა სულ სამმა მშობელმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ მთლიანად „სამხრეთ ოსეთში" სულ 56 სკოლაა.