
პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, ქვიშხეთში დატრიალებულ ტრაგედიაზე სოციალურ ქსელში, წერს:
"მერამდენე კითხვაა შენთან ღმერთო - რატომ???
თუ ყოვლისშემძლე ხარ, რატომ იღუპებიან ბავშვები?!
რატომ უკვდება ქალს ქმარი და სამი შვილი და თვითონ რჩება ცოცხალი როცა მას ეს სიცოცხლე აღარ უნდა?! ან თუნდაც არ დარჩეს!
თუ იქაურობა უკეთესია ვიდრე ჩვენი ყოფა, მაშინ რატომ ვიბადებით რატომ?!
თუ ყოვლისშემძლე ხარ სადაა სიკეთე?! მე ვერ ვხედავ!
ყველაფერი ღვთის ნება თუა, სადაა აქ სიკეთე?!
მე კი მირჩევნია ვიცოდე რომ არ ხარ ყოვლისშემძლე რადგან სხვანაირად ვერ მეყვარები."
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქვიშხეთში ტრაგიკული ავარიის შედეგად მამა და სამი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე