ელზა პაპოშვილი
29.01.2020

უბედური შემთხვევა თუ თვითმკვლელობა - გამოძიება არკვევს რა მოხდა რუსთავში მესხიშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალის ცხედარი ნახეს. ამის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია „ინფო რუსთავმა“ გაავრცელა. ერთი ვერსიით, გოგონა კორპუსის სახურავიდან გადმოხტა, მეორე ვერსიით - ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა. ის 17 წლის ნინი წიკლაურია, რომელიც რუსთავის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა.

„რეზონანსს“ თვითმხილველები უყვებიან, რომ გოგონა, სავარაუდოდ, კორპუსის სახურავზე ავიდა და იქიდან გადმოხტა. მათივე ინფორმაციით, პოლიციამ გარდაცვლილის ნივთები სახურავზე იპოვა. საუბარია ჩანთაზე და ტელეფონზე. ასევე, დაუდასტურებელი ვერსიით, მან გარდაცვალებამდე წერილი დატოვა, სადაც ოჯახს ბოდიშს უხდის. 

ნინი წიკლაური მესხიშვილის ქუჩაზე როგორ აღმოჩნდა, ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც მისი მშობლები თბილისის ქუჩაზე ცხოვრობენ. რა გახდა გოგონას სავარაუდო სუიციდის მიზეზი, მისი მეგობრებისა და ახლობლებისთვისაც გაუგებარია. 

„რეზონანსი“ შეეცადა მისი სკოლის დირექტორს გასაუბრებოდა, თუმცა მე-7 საჯარო სკოლის დირექტორმა ლიანა ჯღარკავამ გვიპასუხა, რომ ჩვენთან სასუბროდ დღეს ვერ მოიცლიდა, რადგანაც საკმაოდ დატვირთული გრაფიკი აქვს. 

სკოლის მოსწავლეები ნინი წიკლაურს პოზიტიურ და მხიარულ გოგონად ახასიათებენ. მათი თქმით, გაუგებარია სუიციდის მიზეზი რა შეიძლება გამხადრიყო. მათთვის უცნობია, მესხიშვილის ქუჩაზე რატომ იმყოფებოდა. 

„როგორც ამბობენ, სახლის სახურავიდან გადმოხტა და ადგილზე უკვე გარდაცვლილი ნახეს. ხმაურზე მეზობლები გამოვიდნენ და ეს საზარელი სურათი დახვდათ. მისი გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი იყო. რატომ იმყოფებოდა სახლის სახურავზე, გაუგებარია. 

„ამბობენ, რომ წერილი დაუტოვებია მშობლებისთვის, სადაც მათ ემშვიდობება, სხვა არაფერი წერია, თუ რატომ გააკეთა ეს და რა არის ამის რეალური მიზეზი. 

„არ ვიცით ჰყავდა თუ არა შეყვარებული. ძალიან კომუნიკაბელური და კარგი გოგო იყო. თითქოს თავიდან იყო საუბარი, რომ სახლის სახურავზე ფეხი დაუცდა და გადმოვარდა, მაგრამ მერე წერილი რომ ნახეს, მიხვდნენო, რომ თვითმკვლელობა იყო“, -გვიყვება მე-7 საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტე დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×