ელზა პაპოშვილი
31.01.2020

 ძარცვა 90 წლების სტილში - თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე ავტომობილები გაძარცვეს. ადგილობრივები „რეზონანსთან" ამბობენ, რომ დილით სამსახურში წასასვლელად გამოსულებს ავტომობილებიდან აკულმიატორები ამოღებული დახვდათ.

ჯამში 4-მდე ავტომობილია გაძარცვული. ყველა მათგანი კი „ჯიპის" მარკის ავტომობილებია. მათივე ინფორმაციით, ეს ძარცვის პირველი შემთხვევა არ არის და ავტომობილების გაძარცვა ადრეც მომხდარა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და მოსახლეობის გამოკითხვა მიმდინარეობს. ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათ უკვე შიში აქვთ, რომ ავტომობილები გარეთ დატოვონ.

„დილით გამოვედი, რომ სამსახურში წავსულიყავი. ჩავჯექი ავტომობილში და ვერაფრით ვერ დავქოქე. მეგონა, რომ რაღაც გაუფუჭდა. ავხადე კაპოტი და აღმოვაჩინე, რომ აკულმიატორი აღარ ჰქონდა.

"რა თქმა უნდა, მივხვდი, რომ ძარცვა იყო. დავრეკე პოლიციაში. ჩემი მეზობლებიც გამოვიდნენ და აღმოჩნდა, რომ მათი ავტომობილებიც გაძარცვული იყო. ყველა „ჯიპის" მარკის ავტომობილს აკულმიატორი ჰქონდა ამოღებული", - აცხადებს თამარაშვილის ქუჩის მცხოვრები „რეზონანსთან".

კიდევ ერთი ადგილობრივი ამბობს, რომ მას რამდენიმე თვის წინ ავტომობილიდან საბურავები და სარკეები მოპარეს. მასაც ასე დილით გამოსულს მანქანა საბურავების გარეშე დახვდა. ადგილობრივი ამბობს, რომ ავტომობილშიც შიგნით რამე რომ დაგრჩეს, იმის მოპარვასაც ახრხებენ.

„რამდენიმე თვის წინ მე მომპარეს საბურავები. სპეციალურად მუშობენ ისეთ ადგილებში, სადაც ვიდეოკამერები არ არის. ახლაც ერთდროულად რამდენიმე ავტომობილია გაძარცვული.

"ძველი დრო მოვიდა, როცა მანქანას გარეთ ვერ დატოვებდი. არა აქვს მნიშვნელობა რაც გინდა დაგრჩეს მანქანაში, ყველაფერს იპარავენ. არ ვიცი შეიძლება რამდენიმე პირი მუშაობს ერთად. აბა ასე ამდენ აკულმიატორს ერთი ადამიანი ვერ წაიღებდა",-აცახდებს თამარაშვილის ქუჩის მცხოვრები „რეზონანსთან".

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე ძარცვის მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×