თამთა ჩაჩანიძე
01.02.2020

 ამერიკულმა გამოცემა „ნეშენალ ინტერესტმა" ხუთი წყალქვეშა ნავი დაასახელა, რომლებსაც 30 წუთში სამყაროს განადგურება შეუძლიათ. ამ მძლავრი სამხედრო წყალქვეშა ტექნიკიდან სამი რუსულია, ხოლო ორი - ამერიკული.

სტატიის ავტორმა ატომური სუბმარინების სია შეადგინა, რომლებიც რომლებიც ან უკვე აქვთ შეიარაღებაში აშშ-ისა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს, ან სულ მალე მიიღებენ.

ამ „აპოკალიფსის" რეიტინგში მოხვდა 3 ტიპის რუსული წყაქვეშა ნავი:

1. 955 „ბორეი", რომელსაც გამოცემა უწოდებს „ყველაზე უხმაურო წყალქვეშა ნავს ბალისტიკური რაკეტებით";

2. 667ბდრმ „დელფინი";

3. 885М „იასენ-მ".

სტატიის ავტორის თქმით, ამ უკანასკნელს შეუძლია 2 000 კილომეტრზე შეუმჩნევლად მიუახლოვდეს აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს და ამ დისტანციიდან გაანადგუროს სამიზნეები ჩრდილოთ ამერიკის დიდ ტბებამდე ტერიტორიაზე.

ამ რეიტინგში მოხვდნენ ასევე ამერიკული „ოჰაიოს" კლასის წყალქვეშა ნავები და „კოლუმბია", რომლის მშენებლობაც ახლახანს დაიწყო და იგი 2031 წლისთვის შევა ექსპლუატაციაში.

სტატიაში მოცემული ინფორმაციით, ამ წყალქევშა ნავებიდან თითოეული თან ატარებს იმდენ ბირტულ არსენალს, რაც საკმარისია ქალაქის ზომის 288 სამიზნე რადიაციულ ფერფლად აქციოს.

სტატიის ავტორი დასძენს, რომ ამ ხუთეულის სუბმარინებს და მათ სამხდრო აღჭურვილობას ცივილიზაციის განადგურება უფრო ნაკლებ დროში შეუძლიათ, ვიდრე პიცის გამოძახებას სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×