
სიძეზე შურისძიების მიზნით, ცოლის ძმამ მისი მშობლები სასტიკად აწამა და შემდეგ დახოცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, რამდენიმე თვიანი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს პირი, რომელმაც გასული წლის ივნისში სიძის მშობლების დახოცვაშია ბრალდებული.
შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტში მოხდა და ადგილობრივებს მაშინვე გაუჩნდა ეჭვი, რომ ასეთი სასტიკი დანაშაული შურისძიების მიზნით იყო ჩადენილი, რადგანაც მათ სახლის კედელზე გაკეთებული წარწერა ნახეს. მკვლელი გარდაცვლილების ვაჟს მიმართავდა. "ედიკ, დროზე ჩამოდი, შენც გაგისწორდებით"
უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ბრალდებულმა გასული წლის ივნისის თვეში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ ცოლ-ქმარს მათსავე საცხოვრებელ სახლში ბლაგვი საგნით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც დაზარალებულების კუთვნილ თანხას მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ცოლ-ქმარი მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1984 წელს დაბადებული პირი. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„რეზონანსთან“ ადგილობრივები ამ სასტიკ მკვლელობას იხსენებენ და ამბობენ, რომ მათ არ გაკვირვებიათ, რომ ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მათივე ნათესავია, რადგანაც უცხოს გვიან ღამით ისინი სახლში არ შეუშვებდნენ. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახი საკმაოდ შეძლებულად ცხოვობდა და გარდაცვლილებს კერძო ბიზნესი ჰქონდათ. მათი სამივე ვაჟი რუსეთში ცხოვრობს და ისინიც ბიზნეს საქმიანობას ეწევიან.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ მეზობლებთან არასდროს არანაირი კონფლიქტი არ ჰქონიათ. საკმაოდ კარგი და თბილი ცოლ-ქმარი იყვნენ. ისინი მკვლელობის დღეს იხსენებენ და ამბობენ, რომ ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაული ჯერ არ გაუგიათ.
„ცოლ-ქმარს თავში ბლაგვი საგანი ჰქონდათ ნარტყამი. ამის გამო კი სახე ისე ჰქონდათ დამახინჯებული, რომ ძლივს ვიცანით. ცოლ-ქმრის დასახიჩრებული ცხედრები აბაზანასა და საპირფარეშოში ვიპოვეთ.
“თავიდანვე გაჩნდა ვერსია, რომ მკვლელს შესაძლოა პრობლემები ჰქონოდა გარდაცვლილების ვაჟთან, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. საქმე ისაა, რომ დამნაშავემ კედლებზე წარწერები დატოვა, სადაც ეწერა, რომ „ედიკ დროზე ჩამოდი შენც გაგისწორდებით“.
“თურმე მისი ცოლისძმა ყოფილა. როგორც ჩანს მათ შორის რაღაც პირადი პრობლემა იყო და სიძეზე ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენით დასაჯა. მაშინვე გაგვიჩნდა ეჭვი, რომ ვიღაც ახლობელი უნდა ყოფილიყო.
“საკმაოდ მდიდრულად ცხოვრობდნენ და სახლის კარსაც ვერავინ ასე ადვილად ვერ შეამტვრევდა, ვერ შეიპარებოდა. ამიტომაც მათ სტუმარი სახლში თავადვე შეიყვანეს, როგორც ჩანს გაქცევასაც ცდილობდნენ, მაგრამ ვერ მოასწრეს“,-აცახდებს ადგილობრივი „რეზონანსთან“ საუბრისას.