თამთა ჩაჩანიძე
07.02.2020

საფრანგეთის პოლიცია უკვე ღიად აცხადებს, რომ გასულ კვირას ქალაქ ლილის სასტუმროში ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობა პოლიტიკურადაა მოტივირებული და რომ მკვლელი სავარაუდოდ რუსეთიდან იყო მიგზავნილი.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს ქალაქ ლილის სასტუმროში დილით 44 წლის იმრან ალიევის გვამი იპოვეს. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი. დანაც იქვე მახლობლად ეგდო.

იმრან ალიევი, რომელიც „ბებერი მანსურას" ნიკით ბლოგერობდა, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვისა და პრეზიდენტ პუტინის დაუძინებელი მტერი იყო.

პოლიცია ეჭვობს, რომ მკვლელი ალიევის ახლობელი კაცია, რომელიც ნომერში მასთან ერთად შესახლდა, მაგრამ მერე გაუჩინარდა და ახლაც ეძებენ. ფიქრობენ, რომ ის კადიროვის მიერ იყო სპეციალურად მკვლელობისთვის მიგზავნილი. ეჭვმიტანილიც ასევე ჩეჩენია, რომელიც იმრან ალიევს შეხვდა, რათა მისგან თითქოსდა დახმარება მიეღო.

ალიევზე თავდასხმა შარშანაც განხორციელდა, თუმცა მაშინ ის არ დაზარალებულა. ბლოგერი მუდმივად ცხოვრობდა ბელგიაში, სადაც ოთხი წლის წინ ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×