თამთა ჩაჩანიძე
18.02.2020

ბელარუსის მხრიდან დამოუკიდებლობის შეინარჩუნების სურვილმა შესაძლოა ახლო მომავალში შესაძლოა რუსეთ-ბელარუსის ნამდვილი ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვადიმ პრისტაიკომ ჩეხურ გამოცემა „რესპეკტთან" ინტერვიუში განაცხადა.

მისი შეფასებით ბელარუსი ამჟამად რთულ პერიოდს გადის.

„რამდენიმე წლის წინ მე ბელარუს ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი და ვუთხარი, რომ თუ მათ მოუნდებათ დამოუკიდებლობის შენარჩუნება, ისეთივე ომის, ტანჯვის და სირთულეების გადატანა მოუწევთ, როგორიც ჩვენ გავიარეთ. მაშინ მათ არ დამიჯერეს, მაგრამ ალბათ ახლა ნაკლებად ეპარებათ ეჭვი", - განაცხადა პრისტაიკომ.

ამასთან, პრისტაიკო იმედოვნებს, რომ ცდება და მოვლენები განსხვავებული სცენარის მიხედვით განვითარდება, რადგან ბელორუსი ხალხი „მშვიდი და მომთმენია" და დაამატა, რომ უკრაინელებიც ასეთები იყვნენ, „სანამ მათ ჩვენი დახოცვა არ დაიწყეს".

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ბელორუსის ხელისუფლებას ახლა მხოლოდ ორი გზა აქვს: „ან შეინარჩუნონ კეთილგონიერება და სიმშვიდა და დამარცხდნენ" ან „ახლავე დაიწყონ ბრძოლა".

აღსანიშნავია, რომ მანამდე რუსეთის მხრიდან ბელარუსის სუვერენიტეტის ხელყოფის მცდელობაზე თავად ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, ენერგორესურსებზე ერთიანი ტარიფის სანაცვლოდ რუსეთის ხელისუფლება ბელარუსის შემოერთებისკენ მიანიშნებს. მან რუსეთის ფედერაციაში შესაძლოა გაწევრიანების წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×