რეზონანსი
24.02.2020

ინტერნეტ გამოცემა lid.ge ავრცელებს ვიდეოს აეროპორტიდან, რომელშიც ასახულია მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელიც გუშინ უკრაინაში გაემგზავრა და გავრცელებული ინფორმაციით, ის მიხეილ სააკაშვილთან ჩავიდა. 

“როგორც სანდო წყარო გვატყობინებს, სასტუმრო „პრემიერში“ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და სააკაშვილის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ხატია დეკანოიძე, გიგი კალანდაძე, ზურაბ ადეიშვილი, დავით საყვარელიძე და გია ლორთქიფანიძე.

მათი განხილვის საგანი, რა თქმა უნდა, იყო ის, თუ როგორ, რა მეთოდებით გააძლიერონ არსებული ხელისუფლების დისკრედიტაცია და როგორ ჩამოიშორონ ამ ხელისუფლების მომხრეები. სააკაშვილის დავალების თანახმად, მთავარი სამიზნე უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი. კონკრეტულად მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილმა ამ მხრივ უფრო მეტი უნდა გააკეთოს, ანუ გადაიბიროს რაც შეიძლება მეტი ადამიანი.

მეორე პიროვნება, რომლის მოშორებაზეც ისაუბრეს, ეს გახლავთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. როგორც წყარო აღნიშნავს, ამ მხრივ ასეთი სქემა შეიმუშავეს: რაკი ბოლო დროს სოსო გოგაშვილი გააქტიურებულია, როგორმე უნდა განეიტრალდეს და თანაც ისე, რომ იგი მმართველ გუნდს დაუპირისპირდეს.

20 თებერვალს სააკაშვილმა, მაჩალიკაშვილმა და ზემოთ ჩამოთვლილმა ბობოლა „ნაციონალებმა“ კიევში, რესტორან „ლაზიკაში“ იქეიფეს, ციხიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება აღნიშნეს” - ვკითხულობთ გამოცემის ტექსტში.

მარშალპრესი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×