ელზა პაპოშვილი
26.02.2020

დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფო დაცხრილეს. კლინიკის  თანამშრომლების ინფორმაციით,  ცეცხლსასროლი იარაღიდან იმ პალატის მიმართულებით ისროლეს, სადაც ციხიდან რამდენიმე თვის წინ გამოსული მალხაზ ბადუაშვილი იყო მოთავსებული. ბადუაშვილი წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი და მან მსჯავრი თანასოფლელის განზრახ მკვლელობისთვის მოიხადა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მას ინციდენტამდე კონფლიქტი თანასოფლელებთან ჰქონდა, რა დროსაც მათ შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ბადუაშვილი  რამდენიმე საათით ადრე, საავადმყოფოში ნაცემი შეიყვანეს. 

„შემთხვევა 25 თებერვალს დილის საათებში მოხდა. მიმღების მხრიდან ჯერ სწრაფი სიჩქარით მსუბუქი მანქანა შემოვიდა. შემდეგ საავადმყოფოს უკანა მხრიდან, სადაც რეანიმაციაა, იქითა მხრიდან მივიდნენ. 

ფანჯრები დაუცხრილიათ. როგორც ამბობენ, მკვლელობისთვის ნასამართლევი მალხაზ ბადუაშვილი იყო ახალი მოყვანილი და უკან  მას გამოჰვნენ. ვერსიად შურისძიება დასახელდა. მისივე თანასოფლელები ყოფილან. პოლიციაც მალევე მოვიდა და საავადმყოფოს თანამშრომლებიც და თვითმხილველებიც დაკითხეს. დაშვებით არავინ დაშავებულა. ასე ხუთი გასროლა მაინც იყო“,-აცხადებს „რეზოანნსთან“ საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრმელი.

მისივე თქმით, სროლა სულ ხუთი წუთი გაგრძელდა და ავტომობილი ადგილიდან მალევე მიიმალა. არიან თუ არა თვითმხილველები და დაადგინეს თუ არა აღნიშნული პირები, ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, პოლიციამ ვიდეოკამერების ჩანაწერები უკვე ამოიღო, რომლის მეშვეობითაც საავადმყოფოზე თავადმსხმელი პირების ინდენტიფიცირება მოხდება.  

ამ ვერსიას უარყოფენ, ბადუაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც მედიასთან არ კონტაქტობენ. მომხდარზე კი გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×