თამთა ჩაჩანიძე
29.02.2020

„ეს ერთი შემთხვევა შეიძლება სამედიცინო კვლევით დადასტურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შინაური ცხოველები ვირუსის წყაროა"-ასე ეხმიანება „რეზონანსთან" ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი,გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰონგ კონგში კორონავირუსი ძაღლს დაუდგინეს.

ძაღლის კორონავირუსით დაინფიცირების პირველ შემთხვევას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ადასტურებს. ჰონგ კონგელი მეცნიერები კი ამბობენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია, ძაღლი ინფიცირებულია თუ ვირუსის ნიშნები დაბინძურებულ ნივთებთან შეხების გამო გამოუვლინდა.

ბუწაშვილის თქმით, ცხოველების დაინფიცირება ჯერჯერობით საშიშ სიტუაციად არ ითვლება, რადგან „ვირუსის გადაცემის მთავარი გზა არის ადამიანიდან ადამიანზე".

„ეს ეპიდემიოროგიურად ჯერჯერობით საშიშ სიტუაციად არ ითვლება, როგორც პრობლემა-ცხოველისგან გადაცემა - დღის წესრიგში არ დგას, ეს ერთი შემთხვევა შეიძლება სამედიცინო კვლევით დადასტურდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი შინაური ცხოველები ვირუსის წყაროა.

„ამიტომ ამ მხრივ შინაურ ცხოველებზე თავის არიდების არავითარი დამატებითი რეკომენდაციები არ არსებობს იმიტომ, რომ ვირუსის გადაცემის მთავარი გზა არის ადამიანიდან ადამიანზე.

„არავითარი განხვავებული ქცევა საჭირო არაა. როგორც ჩვეულებრივ ვეტერინართან მიჰყავდათ და სიმპტომური მკურნნალობა უტარდებოდათ, აი ასე, კორონავირუსის კონტექსტში ცხოველებთან დაკავშირებით ახლა არავითარი დამატებითი ღონისძიება, პანიკა და შიში საჭირო არაა",- განაცხადა ბუწაშვილმა.

„უოლ სტრიტ ჯორნალის" ცნობით კი, ძაღლი 60 წლის ქალისაა, რომელიც თავადაც კორონავირუსითაა ინფიცირებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×