
ორ დღეში საკუთარი ოჯახის ამოხოცვის ორი შემზარავი ფაქტი - საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი ორმაგი მკვლელობები დაფიქსირდა. ერთი შემთხვევა თბილისში მოხდა, როდესაც 18 წლის ბიჭმა ნაძალადევში მძინარე დედა და ბებია ნაჯახით დახოცა; მეორე ფაქტი კი დუშეთის რაიონის სოფელ ჭოპორტაში, როდესაც 41 წლის მამაკაცმა დედა და და სანადირო თოფით მოკლა. თუმცა დის მიმართ ცივი იარაღიც იყო გამოყენებული და მედიკოსების თქმით, ის ფაქტობრივად დანით იყო დაჩეხილი.
რა უბიძგებს ადამიანს ამ საშინელი დანაშაულისკენ, როდესაც საკუთარი ოჯახის წევრებს კლავს, და რა ფენომენთა გავქვს საქმე? ორივე ბრალდებულს მეზობლები და ახლობლები თავაზიან და უკონფლიქტო ადამიანებად ახასიათებენ. უმეტესობას კი მათი მხრიდან ამ სასტიკი დანაშაულის ჩადენის არ სჯერა.
18 წლის მიხეილ ზაუტაშვილი დაკითხვისას პოლიციას უყვება, რომ ის დედის და ბებიის მხრიდან მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი იყო. მასზე ასევე სკოლაში მუდმივად ბულინგი ხორციელდებოდა. ის სისტემატიურად სკოლას იცვლიდა და ახალ მეგობრებთან შეგუება უჭირდა. მას ამ მძიმე დანაშაულის ჩადენამდე თვითმკვლელობის მცდელობაც ჰქონდა, თუმცა ის მეგობარმა გადაარჩინა.
41 წლის ლაშა ქემბარაშვილი კი, რომელსაც დედის და დის სასტიკი მკვლელობა ბრალდება, პოლიციას მოუყვა, რომ ამ დანაშაულის მიზეზი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო. მისი მეზობლები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მამაკაცი არსად არ მუშაობდა. ის საქონელს მწყემსავდა და სოფლის მეურნეობით იყო დაკავებული. დედა კი თბილისში მუშაობდა და ოჯახს ასე ეხმარებოდა.
ფსიქოლოგები განმარტავენ, რომ ეს არის ოჯახში არსებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგი. ეს გარემო ოჯახში აყალიბებს ფსიქოლოგიურ ტრამვებს და თავს იჩენს არასრულფასოვნების კომპლექსში. სწორედ ეს არის ამ ადამიანების მოტივატორი. ისინი ამ გზით იძენენ იმას, რაც არ გააჩნიათ - ბუნებრივად ადამიანის მოთხოვნილებაა რომ გრძნობდეს თავს სრულფასოვნად.
ასევე ერთ-ერთი მიზეზია ემოციის ნაკლებად გამოხატვა და გულში დადრდის ჩარჩენა, რაც საკუთარ თავთან გაუცხოვებას იწვევს. ფსიქოლოგები ფიქრობენ, რომ ამ საშინელი დანაშაულის ჩადენის წინაპირობები არსებობს, რომელსაც ირგვლივ ვერავინ ამჩნევდა. ეს კი დანაშაულის ინსპირატორი ხდება. სწორედ ამაზე მიუთითებს ორივე ბრალდებულის შემთხვევაში მეზობლების და ახლობლების მხრიდან მათი დადებითი დახასიათება. ისინი ემოციას ნაკლებად გამოხატავდნენ, რაც მათ საკუთარ თავთან გაუცხოვებას ხელს უწყობდა.
მიხეილ ზაუტაშვილის ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ დედასა და ბებიასთან ბრალდებულს კონფლიქტი წელების განმავლობაში ჰქონდა. მას გარდაცვლილები მუდმივად აკონტროლებდნენ და ისე მოქცევას აიძულებდნენ, როგორც მათ სურდათ. ამან კი მოზარდის ფსიქიკა დააზიანა.
„ამბობს, რომ წლების განმავლობაში ბებიასთან და დედასთან კონფლიქტი ჰონდა. მასთან გასაუბრების შემდეგ ვფიქრობ, რომჩემიდაცვისქვეშმყოფიოჯახისწევრებისმხრიდან, ფსიქოლოგიურიძალადობისმსხვერპლია. დედაცდაბებიაცმუდმივად სთხოვდნენისე მოქცეულიყო, როგორცმათსურდათ. ოჯახშიმუდმივადკამათიიყოძალიანწვრილმანსაკითხებზეცდაესმასზეძალიანცუდადმოქმედებდა.
„ამეტაპზებრალიწარდგენილიარარის, შესაბამისად, პოზიციასაცვერდავაფიქსირებთ. ჩემიდაცვისქვეშმყოფიარის 18 წლის, არსადარმუშაობდა, მე-12 კლასისმოსწავლეიყო. მისმიმართსკოლაშიცდაოჯახშიცწლებისგანმავლობაშიმიმდინარეობდაძალადობა და ბულინგი. ამიტომ ისიც მსხვერპლია," - აცხადებსადვოკატითამარგაჩეჩილაძე „რეზონანსთან“.
41 წლის ლაშა ქემბარაშვილმა და ჯერ დანით დაჩეხა, შემდეგ კი დედასთან ერთად სანადირო თოფით მოკლა. ადგილობრივები აღნიშნულს ადასტურებენ და აცხადებენ, რომ როდესაც გოგონა სასწრაფოს მიჰყავდა, მათ სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობების გარდა დანით მიყენებული ჭრილობები დაინახეს.
„მშრომელი ბიჭი იყო და რაიმე განსაკუთრებული აგრესიულობა არასდროს შეგვიმჩნევია. თუმცა, ცოტა ჩაკეტილი იყო. მეზობლებთან მაინც და მაინც ღია და გახსნილი ურთიერთობა არ ჰქონია. დედა თბილისში მუშაობდა და ასე ეხმარებოდა ამ ბიჭს და გოგოსაც.
„მუშაობით ეს ბიჭი არასად არ მუშაობდა, საქონელს თუ გამოიყვანდა და სამწყემსად მიჰყავდა. რომ ვთქვა, რომ მსმელი იყო და კონფლიქტური, ნამდვილად არა. სახლიდან ხმაური და ჩხუბიც არასდროს გაგვიგია“,-აცხადებს ბრალდებულის მეზობელი „რეზონანსთან“.
ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა კი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ბრალდებულების ერთადერთი მთავარი პრობლემა, რამაც ამ სასტიკი დანაშაულისკენ უბიძგა, საკუთარ თავთან გაუცხოვებაა.
„ერთადერთიპრობლემა, რომელიც ამ შემთხვევაში არის,საკუთარ თავთან გაუცხოვებაა. ორივე შემთხვევაში ბრალდებულ პირებს საკუთარი თავის მნიშვნელობა აქვს დაკარგული და ამის მიზეზად შეიძლება ოჯახის წევრებსაც მოიაზრებენ, რის გამოც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინეს.
„რაც მთავარია კიდევ, ეს არის შიში. მაგალითისთვის, ამასწინათ ვნახე ინტერნეტში სტატია და ასე იწყებოდა - რა დაემართება დედამიწას, მზე რომ ჩაქრეს. ახლა ამაზე ფიქრი თუ დავიწყე, რა თქმა უნდა, რომ დეპრესიაში ჩავვარდები. ზოგ შემთხვევაში კიდევ მედია ძალიან აგრესიულია. დესტრუქციული სიტყვებით არის გამორჩეული. საქმეზე იშვიათად მიდის საუბარი. ერთი სიტყვით, ყველგან და ყველაფერში ადამიანი გაუფასურებულია“,-აცხადებს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „რეზონანსთან“.
მისივე შეფასებით, გასაკვირი არ არის, რომ ორივე მკვლელობის შემთხვევაში არცერთ ბრალდებულს მეზობლები და ახლობლები აგრესიულ პიროვნებად არ ახასიათებენ, რადგანაც ასეთ ადამიანები თავის შინაგან განწყობას ვერ გამოხატავენ. ფსიქოლოგი ამბობს, რომ აქ ემოციური ინტელექტის პრობლემა დგება.
„ყველა ადამიანმა ყოველთვის უნდა თქვას რა აწუხებს, რა უნდა და რა არის მისთვის პრობლემა. ბევრი ამას სახელს ვერ არქმევს, რადგანაც ემოციური ინტელექტის დეფიციტია. ამას კი ის იწვევს, რაც წინ ვთქვი, საკუთარ თავთან გაუცხოვება. ყველა ადამიანმა თავისი ემოცია უნდა აღიქვას, გაიგოს და გამოხატოს. როცა ამას შემდეგ გამოვხატავთ, მისი მართვა და რეგულირება შეგვიძლია.
„ადამიანები როდესაც საკუთარ თავს ვერ უგებენ, ვერ გამოხატავენ ემოციას - ეს უკვე პრობლემაა. ამიტომ ფსიქოლოგები ყოველთვის ვეუბნებით ადამიანებს, რომ გამოხატე ემოცია რა გაწუხებს და საკუთარ თავს მიაგენი“,-ამბობს ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა „რეზონანსთან“.