რეზონანსი
02.03.2020

 “რუსთავი 2“-მა ვრცელი ინტერვიუ მსახიობ ნინო კასრაძესთან ჩაწერა. მსახიობმა ისაუბრა რა როლი აქვს მსახიობს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სად არის ზღვარი, რომელიც მსახიობმა უნდა დაიცვას.

„დასავლურ სამყაროში საზოგადოებრივ აზრს უფრთხილდებიან, აფასებენ და მისი ეშინიათ. საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, აქ არავინ არავის ანგარიშს არ უწევს. ასე მგონია, რომ ეკოლოგიას, უფლებებს, ბავშვებისა და პენსიონერების თემების მიმართ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები", აღნიშნა მსახიობმა.

თავისუფალი დროის გატარებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ნინო კასრაძე შემდეგნაირად პასუხობს: „არც ვვარჯიშობ, არც მეტყველების სავარჯიშოებს ვაკეთებ, არც ხმას ვუფრთხილდები. ძალიან მერიდება, ამას რომ ვამბობ. ახლა ბევრი თავისუფალი დრო მაქვს. სულ ნაკლებს და ნაკლებს ვთამაშობ. ახალგაზრდა კოლეგებს მოვუწოდებდი, ის ერთი თავისუფალი თვე, რაც შეიძლება ჰქონდეთ, საქმისგან თავისუფალი, ისე ფუქსავატურად არ გაატარონ, როგორც ჩვენ ვატარებდით".

მსახიობმა აღნიშნა, რომ საქართველოში იშვიათად უწევს ყოფნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×