რეზონანსი
02.03.2020

ვერძი

მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი თქვენს ცხოვრებაში და საერთოდაც შესაძლოა დაიწყოთ ცხოვრება ახლიდან.

კურო

იღბლიანობისა და წარმატებისთვის კარგ სამსახურს გაგიწევთ აფირმაციებისა და ლოცვების კითხვა. პოზიტიური აზროვნება ახლა ძალიან მნიშვნელოვანია.

ტყუპები

წარმატებების დღეა, გუნება-განწყობაც ამაღლებული გაქვთ, თუმცა გაუგებრობების ალბათობაცაა, მაგრამ ეს ხელს ვერ შეგიშლით თქვენს გეგმებსა და თვითრეალიაციის საკითებში.

კირჩხიბი

სხვადასხვა სახის მასშტაბურ მოვლენებს ელოდეთ. პოზიტიური აზროვნებით თქვენს ცხოვრებაში არაერთი კორექციის მომსწრე გახდებით და სასიკეთო ცვლილებებსაც მოიზიდავთ.

ლომი

იყავით მაქსიმალურად ფოკუსირებული საქმეებზე, იმოქმედეთ დინჯად და აუჩქარებლივ. არ შეუშინდეთ მცირე დაბრკოლებებს.

ქალწული

კარგი დროა ნეგატივისგან გასათავისუფლებლად. დაიხმარეთ ლოცვა, აფირმაციების სისტემა, შესაფერისი პერიოდია ახალი ცოდნის მისაღებად.

სასწორი

სულიერი წმენდების დრო დადგა, სასარგებლოა დღეს სხვადასხვა სულიერ პრაქტიკების შესრულება, ასევე საცხოვრებლად სხვაგან გადასვლას თუ აპირებთ დღეს შესაფერისი დღეა ამისთვის. ნუ გადაუხვევთ არჩეული გზიდან.

მორიელი

დღეს შეგიძლიათ თქვენს მევალეებს თავი შეახსენოთ. დიდია ალბათობა მოლაპარაკებებში თქვენი კრეატიული იდეების წყალობით წარმატებას ადვილად მიაღწიოთ.

მშვილდოსანი

იყავით თავშეკავებული და ნაკლებად პრეტენზიული ირგვლივმყოფთა მიმართ, ნუ წამოიწყებთ კამათს.

თხის რქა

ნუ გამოეკიდებით წარსულს, დატკბით აწმყოთი და გათავისუფლდით ძველი წყენებისგან.

მერწყული

აღმაფრენა და იმედგაცუება დღეს შესაძლოა ერთმანეთს ცვლიდნენ. ემოციური დღეა, განსაკუთრებით საქმიან სფეროში. ერიდეთ ეგოიზმის გამოვლენას.

თევზები

ერიდეთ მოგზაურობასა და მივლინებებს, მოსალოდნელია სერიოზული შეფერხებები და დაბრკოლებები, რომელიც მოულოდნელი და გაურკვეველი მიზეზებით იჩენს თავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×