
ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, მისი თქმით ის ახალი გადაცემის გაკეთებას აპირებს, რომელსაც „მე პატარა ქართველი ვარ“ ერქმევა, ტელეწამყვანი ამ წამოწყებას მის მიერ ბავშვებისადმი უდიდეს სიყვარულს უკავშირებს.
„ცხოვრება თავად გკარნახობს რა გზას დავადგეთ.
ბავშვების ჩემდამი დიდმა სიყვარულმა და ჩემმა უსაზღვრო სიყვარულმა ბავშვებისადმი, გადამაწყვეტინა ახალი გადაცემა გავაკეთო.
საქართველოს სიცოცხლე, მომავალი, აღმასვლა, სიძლიერე და სულიერი სიმტკიცე, დამოკიდებულია ჩვენს მომავალ თაობაზე.
მე მინდა წარმოვაჩინო ჩვენი მომავალი თაობა.
როცა ისინი გაიზრდებიან ნახავენ, თუ როგორი იყვნენ პატარები, რა სურვილები ქონდათ და რაზე ოცნებობდნენ.
მალე, გადაცემა ,,მე პატარა ქართველი ვარ“ - წერს გია ჯაჯანიძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე