
„ფაქტიურად იდლიბის სამხრეთით ახალი ბუფერული ზონა შეიქმნება, რომელიც ასადის რეჟიმის სირიის სამთავრობო ჯარებსა და პროთურქული და თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს დააშორიშორებს და მათ შორის რუსულ თურქული შენაერთების პატრულირება მოხდება," - აცხადებს ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია, რომელსაც „რეზონანსი" პუტინ-ერდოღანის მოლაპარაკებებზე ესაუბრა.
პრეზიდენტებს შორის შეხვედრა პირისპირ სამი საათი მიმდინარეობდა, ხოლო შემდეგ მათ საუბარს დელეგაციები შეუერთდნენ. საერთო ჯამში დიალოგი ექვს საათს გაგრძელდა, რუსეთ-თურქეთის შეთანხმება იდლიბის რეგიონში ავტომაგისტრალ „ემ4"-ის ჩრდილოეთით და სამხრეთით ექვს კილომეტრში უსაფრთხოების კორიდორების შექმნას ითვალისწინებს.
მაისაია ამბობს, რომ „ემ4" მაგისტრალის გასწვრივ 12-კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა შეიქმნება, რომელიც სირიის სამთავრობო ჯარებსა და პროთურქული და თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს დააშორიშორებს.
„პუტინი და ერდორანი ახალი ტიპის სადაო-სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც „ემ5" ტრასა, რომელიც ალეპოს დამასკოსთან აკავშირებს სირიის ასადის რეჟიმის სამთავრობო ჯარების კონტროლს ქვეშ გადადის და საუბარია, რომ „ემ4" ტრასა, რომელიც ალებოს ლატაკიასთან აკავშირებს, ამ ტრასის გასწვრივ 12- კილომეტრიანი უსაფრთხოების ზონა შეიქმნება, ანუ 6 კმ ერთი მიმათულებით, 6 კმ მეორე მიმართულებით.
„ფაქტიურად იდლიბის სამხრეთით ახალი ბუფერული ზონა შეიქმნება, რომელიც ასადის რეჟიმის სირიის სამთავრობო ჯარებსა და პროთურქული და თურქეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს დააშორიშორებს და მათ შორის რუსულ-თურქული შენაერთების პატრულირება მოხდება.
„ასევე 6 მარტიდან სირიაში ყოველგვარი სამხედრო ოპერაციები უნდა შეწყდეს, ეს შეთანხმება ფაქტიურად დეკემბერს მიღწეული სოპჭის შეთაქნხმების მსგავსია, უბრალოდ სირიის ასადის რეჟიმის კონტროლის ქვეშ „ემ5" ტრასა გადადის.
„ამ ორ ტრასას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი სერაკიპი აკავშირებს, რომლის ბედიც ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენადაც მე ვიცი თურქეთი აპირებდა, რომ ეს პუნქტი ხელში ჩაეგდო, ბოლო ინფორმაციით, მას ასადის რეჟიმის სამთავრობო ძალები აკონტროლებენ, თუმცა ჯიჰადისტური დაჯგუფებები გააფრთრებით ცდილობენ, რომ ეს პუნქტი ხელში ჩაიგდონ," - ამბობს, იგი.
მისივე აზრით, მხარეები წინა სოჭის შეთანხმების გსგავსად ამ შეთანხმების შესრულბასაც ვერ შეძლებენ.
„მეეჭვება, რომ მხარეებმა ხელშეკრულება შეასრულონ, თუმცაღა ერდოღანს ესეთი ტიპის ფორმალური ზავი სჭირდებოდა, იმიტომ, რომ მას ქვეყნის შიგნით სერიოზული პრობლემები აქვს და უკანდასახევი გზა არ გააჩნია, ეს შეთანხმება ერდოღანისთვის ერთგვარი ჟანგბადის ბალონი და გადამრჩენელი იყო.
„თურქეთმა სირიაში სერიოზული დანაკარგი განიცადეს, ბოლოს კიდევ ერთი ჯარისკაცი იქნა მოკლული, მათი შეიარაღებული ძალები საკმაოდ კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება.
„ამ ბუფერულ ზონაში პროთურქული ჯიჰადისტური დაჯგუფებების გარდა, ალქაიდასთან დაკავშირებული დაჯგუფებები მოქმედებენ, რომლებიც თურქეთის ხელისუფლებას და შეიარაღებულ ძალებს არ ემორჩილებიან, მათი მხრიდან თუ წამოვიდა რამე ასადის რეჟიმის სამთავრობო ძალები იძულებულები იქნებიან, რომ საბრძოლო ოპერაციები გააგრძელონ, ასე რომ, ვეჭვობ, რომ ამ შეთანხმების მექანიზმები დიდხანს გაგრძელდეს," - განაცხადა მაისაიამ.
ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ლიდერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სტრატეგიული ავტომაგისტრალის, „ემ4"-ის გასწვრივ, თურქეთისა და რუსეთის ერთობლივი პატრულირება 15 მარტს დაიწყება.
სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის არმიის შეტევის შედეგად, 33 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. სირიაში თურქეთისა და რუსეთი ერთმანეთთან დაპირისპირებულ მხარეებს უჭერენ მხარს.