
მწერალი და ბლოგერი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე ხშირად გამოთქმულ ფრაზებზე წერს.
„მოდი, მოდი კაცო, გაკოცო, კორონა არა ისა!" „იტალიიდან ჩამოვედი გუშინწინ, იქ არ არის ასეთი პანიკა, აქ რა გვჭირს ტო?" „რა კარანტინი, ხო არ ღადაოოობ?" ( აქ საჭიროა კარანტინზე გრძელი „ო" - უბრალოდ ტექსტში ვერ დაეტევა) „ბიჭო, რაღაცა არ შემიძლია ეს ნიღაბი პირზე, ცოტა ვერ ვსუნთქავ და ვაფშე რა აზრი აქვს რო?" „ეგ მარტო მოხუცებს ბრიდავს, ხო იცი?" „ერაყში ვიყავი, იქ არ მოვკვდი და აქ რა მომკლავს?"
ამ და ამის მაგვარ ათობით წინადადებას ვისმენ. მათ შორის ძალიან კარგი ხალხისგან. აი, იმ ხალხისგან, მაიუსერებზე „მეტი ევროპა" და ასეთები რომ აწერიათ. ამ ხნის მანძილზე თქვენი გამხნევების მეტი არაფერი მიკეთებია, მაგრამ ესეც აუცილებლად უნდა გითხრათ: არ გვინდა ეს წაყრუების და ვითომ ვაჟკაცობის სპორტების გაუგებარი სინთეზი. ვისწავლოთ საკუთარი თავის გაფრთხილებით სხვა ათასის გათვალისწინება. თორემ, ცოტა-ცოტაც და ცნობილი გვიანდელი ხალხური ლექსი გვექცევა ჰიმნად:
„ქეიფობს ბუწუნკალაი,
მევორ - მესამე დღე არი,
ზაკონ ვერ მოსდრეკს ვაჟკაცსა,
ზაკონ .... " (და მერე როგორც საცენზურე ტექსტშია)" - წერს კეკელიძე სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე